ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ნავიგატორი
1857


ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC) და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და IFC-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯორჯინა ბეიქერმა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა მიმოიხილეს რეფორმები, რომელთა მიზანია, ქვეყანაში საშუალო და მცირე ბიზნესის წახალისება, ადამიანური კაპიტალის განვითარება. საუბარი შეეხო ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და საფინანსო სექტორში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ჩართულობისა და ლარიზაციის პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„შეხვედრა ქართულ დელეგაციასთან იყო ძალიან წარმატებული. ფინანსთა მინისტრთან განვიხილეთ ისეთი საკითხები როგორიცაა: ქვეყნის ენერგეტიკული სექტორისა და კაპიტალის ბაზრის განვითარება, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივა. ვფიქრობ, აღნიშნული მიმართულებით, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან კარგი საფუძველი, რადგან საქართველოს ეკონომიკური ზრდა, სწორედ დამოკიდებულია მტკიცე და მყარ ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებზე“, - აღნიშნა IFC-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯორჯინა ბეიქერმა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ინვესტიციებითა და საკონსულტაციო მომსახურებით, საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

11-04-2019

წყარო: pia.ge

23-09-2021

European Union in Georgia

28-12-2022

საქართველოს ბანკის Cashback აქციით ბიზნესს დახარჯული თანხის 40%-ის დაბრუნება შეუძლია

08-04-2019

მესტიაში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდება

18-02-2019

ბლოგპოსტების კონკურსი მოსწავლეებისთვის

18-02-2019

ბლოგპოსტების კონკურსი მოსწავლეებისთვის

23-09-2021

European Union in Georgia

28-12-2022

საქართველოს ბანკის Cashback აქციით ბიზნესს დახარჯული თანხის 40%-ის დაბრუნება შეუძლია

08-04-2019

მესტიაში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ