აშშ-მა ევროკავშირიდან $11 მილიარდის პროდუქტებზე შესაძლოა ტარიფები დააწესოს
აშშ ევროკავშირიდან 11 მილიარდი ღირებულების პროდუქტებზე ტარიფების დაწესებას განიხილავს იმ სუბსიდიის საპასუხოდ, რასაც Airbus-ი ევროკავშირიდან იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის თქმით, ტარიფები შესაძლოა შეეხოს თვითმფრინავებსაც და ყველის პროდუქტებსაც. ევროკავშირის განცხადებით, შესაძლო ტარიფები "ძალიან გადაჭრაბებულია". გადაწყვეტილებამ აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები შესაძლოა დაძაბოს.
ტარიფები შეეხება ევროკავშირიდან აშშ-ში იმპორტის სახით შესულ ლიმონს, ყველს, ზეითუნის ზეთს, ღვინოს, ქაშმირის ტანსაცმელს, კერამიკულ ნაწარმს, კედლის საათების გარკვეულ კატეგორიას და ა.შ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის 8 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფოლადის იმპორტზე 25%, ალუმინზე კი 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდა. დოკუმენტი 31 მაისს ამოქმედდა.
გასული წლის 22 ივნისს ევროკავშირის მიერ აშშ-ს საპასუხოდ დაწესებული საბაჟო გადასახადი ამოქმედდა.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ტარიფებს ევროკავშირის გარდა ჩინეთმა, ევროკავშირმა, კანადამ და რუსეთმაც უპასუხა.