|
| 2317 |
|---|
ვენა და პრაღა - 2019 წლის იანვრის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან
| ქუთაისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად ვენა დასახელდა. ქუთაისის აეროპორტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დატვირთულობის მიხედვით, ვენა იყო, შემდეგ კი პრაღა. ხუთეულში ასევე შედიან - ათენი; მემინგენი/მილანი; რომი. ცნობისათვის, TOP-5-ში მოხვედრილ მიმართულებებს ავიაკომპანია Wizz Air ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს ჯამში 617,342 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52,5%-ით მეტია. ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის 95% ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია Wizz Air-მა გადაიყვანა (587,643 მგზავრი). |

20-02-2019
წყარო: bpn
|
23-05-2019 26 მაისი - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი |
|---|
|
20-02-2019 საქართველოში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა |
|
16-03-2023 ევროკავშირმა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების თემაზე კონკურსი გამოაცხადა |
|
11-04-2019 საქართველოში ვირის რძით საპნების წარმოება დაიწყო - როგორია ბებიის რეცეპტით დამზადებული პროდუქციის ფასი |