|
| 2448 |
|---|
საქართველოში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა
| საქართველოში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა. ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში წარმოებულია 87.0 მლნ ლიტრი რძე, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება (83.2 მლნ ლიტრი). ამასთან, 2018 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 532.0 მლნ ლიტრით განისაზღვრა, რაც 0.7 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს (528.4 მლნ ლიტრი). 2018 წლის IV კვარტალში წარმოებულია 22.9 ათასი ტონა ხორცი, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 9.6 პროცენტით აღემატება. 2018 წელს ხორცის წლიური წარმოების მოცულობა 67.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება. 2018 წლის IV კვარტალში წარმოებულია 146.7 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინაწლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.9 პროცენტით ჩამორჩება. |

20-02-2019
წყარო: bpn
|
04-03-2019 „მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს და თანდათან გაიზარდოს“ |
|---|
|
13-11-2019 ვარკეთილის ტერიტორიაზე მდებარე მეტეოროლოგიური სადგური განახლდა! |
|
14-03-2019 2015-2018 წლებში მაღალხარისხიანი რძის წარმოება ორჯერ გაიზარდა |
|
27-08-2019 საქართველოს დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 8.6%-ს შეადგენს. |