ვარკეთილის ტერიტორიაზე მდებარე მეტეოროლოგიური სადგური განახლდა!

► განახლებული სადგური უწყვეტად გაზომავს და ონლაინ რეჟიმში გადასცემს შემდეგ მეტეოროლოგიურ მონაცემებს:

• ატმოსფერული წნევა
• ჰაერის ტემპერატურა და სინოტივე
• ნალექების რაოდენობა
• ქარის სიჩქარე და მიმართულება

► მეტეოროლოგიური სადგურის განახლების შედეგად:

• გაუმჯობესედება ამინდის პროგნოზირების ხარისხი

• შესაძლებელი გახდება ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მიკროკლიმატური რეჟიმის შეფასება

• შესაძლებელი გახდება სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადება და გავრცელება.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო