მიხეილ ბატიაშვილი - გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, სკოლებში არსებული პრობლემების გადალახვაზე დავიწყოთ საუბარი
ნავიგატორი
1435


მიხეილ ბატიაშვილი - გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, სკოლებში არსებული პრობლემების გადალახვაზე დავიწყოთ საუბარი

ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, ძალიან მალე დავიწყოთ ყველა იმ პრობლემის გადალახვაზე საუბარი, რომელიც არის თითოეულ სკოლაში, თითოეულ პედაგოგთან, თითოეულ კლასში, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიშვილმა სემინარზე „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რაც შეიძლება მეტი მასწავლებელი უნდა იყოს ჩართული საქმეში, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღზრდას ევროპული არჩევანის მიმართულებით.

„ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი პროექტია. წელს მით უმეტეს ამხელა მასშტაბით ხორციელდება და ეს სწორედ იმის ნიშანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი პედაგოგი უნდა იყოს ჩართული თავისთავად იმ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში, რაც არის ჩვენი შვილების აღზრდა იმ მომავლისკენ, რომელიც არის ჩვენი ევროპული არჩევანი.

ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა და რომელიც ხორციელდება. მიმდინარეობს მუშაობა და ყველა მიმართულებით უკვე გვაქვს წარმატებები.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცე ფაქტიურად ევროპული სივრცის ნაწილი გახდა, რაც ნიშნავს ჩვენი დიპლომების აღიარებას, ჩვენი მომავალი თაობის, ჩვენი შვილების იმ დიპლომების აღიარებას, რომლებიც ისწავლიან საქართველოში, მიიღებენ მაღალი ხარისხის ევროპულ განათლებას და რაც მთავარია, მათი დიპლომები იქნება აღიარებული და ცნობილი ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელიც განხორციელდება ძალიან მალე და შეეხება ერთ-ერთ უმთავრესს პრობლემას, როგორიც არის სკოლის ინფრასტრუქტურების განახლება. ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია პედაგოგების პირობების გაუმჯობესება. უკვე კარგად იცით, რომ 2022 წლისთვის, სახელმწი ფო ბიუჯეტის მეოთხედი განათლების მიმართულებით დაიხარჯება. ვფიქრობ, გარდამტეხი იქნება საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის, მართლაც რომ მივაღწიოთ განათლების ევროპულ დონეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, ძალიან მალე დავიწყოთ სწორედ ყველა იმ პრობლემის გადალახვაზე საუბარი, რომელიც არის თითოეულ სკოლაში, თითოეულ პედაგოგთან, თითოეულ კლასში”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

10-05-2019

წყარო: 1tv.ge

31-08-2022

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა

29-05-2019

ცნობილია რა ეღირება კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში ზონალურ-საათობრივი პარკირება

31-03-2019

ლირის კრიზისი გრძელდება - რა ელოდება თურქეთის ეკონომიკას

11-04-2019

რატომ გაძვირდა კარტოფილი?

11-04-2019

რატომ გაძვირდა კარტოფილი?

31-08-2022

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა

29-05-2019

ცნობილია რა ეღირება კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში ზონალურ-საათობრივი პარკირება

31-03-2019

ლირის კრიზისი გრძელდება - რა ელოდება თურქეთის ეკონომიკას


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ