|
| 2224 |
|---|
ფოთის პორტის მშენებლობის ტენდერში ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა შესაძლოა, ვერ მიიღონ
| ქართული კომპანიები სავარაუდოდ, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ტენდერში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, - ამის შესახებ „პეის ჯგუფის“ დამფუძნებელმა ირაკლი კერვალიშვილმა „პეის ჯგუფის“ საზღვაო ტერმინალის მშენებლობის პროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ს, რომელიც 50 მილიონი დოლარით აფინანსებს პროექტს, საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ქართულ სამშენებლო კომპანიებს არ აქვთ ის გამოცდილება და კვალიფიკაცია, რაც მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელებას სჭირდება. „უკვე მზად გვაქვს სატენდერო დოკუმენტაცია. ორ-სამ თვეში გამოვაცხადებთ ტენდერს, რის შედეგადაც გამოვავლენთ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას. უკვე გამოთქვეს ინტერესი ნორვეგიულმა, ჰოლანდიურმა, თურქულმა სამშენებლო კომპანიებმა. ცხადია, შერჩეულ კომპანიას ქვეკონტრაქტორები დასჭირდება და ჩვენ იმ ქართულ კომპანიებს გავუწევთ რეკომენდაციას, რომლებთანაც აქამდე წარმატებით ვთანამშრომლობდით,“ - განაცხადა ირაკლი კერვალიშვილმა. მისივე თქმით, ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი ფოთში 2020 წლის ბოლოს გვექნება. ცნობისთვის, „პეის ჯგუფის“ საზღვაო ტერმინალის მშენებლობის პროექტი ჯამში 120 მლნ აშშ დოლარის ღირებულებისაა. ტერიტორია, სადაც „პეის ჯგუფი“ საპორტო ინფრასტრუქტურას ავითარებს, 25 ჰექტარს მოიცავს. ჯამში 700 მეტრამდე ნავმისადგომის მშენებლობა იგეგმება. თავად პორტი კი 12 მეტრი სიღრმის იქნება. |

21-02-2019
წყარო: bpn
|
24-05-2019 საქსტატი - საქართველოში მცხოვრები ოჯახები ყველაზე მეტ თანხას სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე ხარჯავენ, ყველაზე ნაკლებს კი განათლებაზე |
|---|
|
05-04-2019 პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 16%-ით გაიზარდა |
|
15-04-2019 კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა |
|
13-03-2019 სოციალურ მედიაში ახალი გამოწვევა #Trashtag გავრცელდა |