ევროკავშირის ქვეყნებს ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცის მოხმარების დაწყებას ურჩევენ
ნავიგატორი
1744


ევროკავშირის ქვეყნებს ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცის მოხმარების დაწყებას ურჩევენ

ევროკავშირმა მოსახლეობა უნდა წაახალისოს, რათა ლაბორატორიებში გამოყვანილი ხორცის მოხმარება დაიწყონ, იმისთვის, რომ კლიმატურ ცვლილებებს გაუმკლავდნენ - ეს იდეა ლონდონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის Chatham House-ის მკვლევარებს ეკუთვნით. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მეცნიერებმა ევროკავშირს ცხოველის უჯრედებისგან ლაბორატორიულად გამოყვანილი ხორცის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდეს, რათა გარემოს დაზიანების გარეშე მოხდეს მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

„ალიანსმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოახდინოს ხორცის ალტერნატივების რეგულირება და შეიძლება თუ არა სახელმწიფო სახსრების ინვესტირება იმ სფეროს განვითარებაში, რაც კვებით ინდუსტრიაში ჯერ კიდევ რჩება მცირე სეგმენტად“ - ნათქვამია მიმართვაში.

მცენარეული კომპონენტებისგან დამზადებული და ხელოვნური ხორცი ფუტურისტული პერსპექტივა სულაც არ არის“- განაცხადეს Chatham House-ის მკვლევართა წერილის თანაავტორებმა ანტონი ფროგატმა და ლაურა ველესლიმ.

„ევროკავშირი მცენარეული კომპონენტებისგან დამზადებული და ხელოვნური ხორცის ინოვაციის კერა იყო. თუ მას ამ ინოვაციის ნაყოფით ტკბობაც სურს, პოლიტიკოსებმა ახლა ამ ინდუსტრიის განვითარებით განპირობებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს უნდა უპასუხონ“,- ამბობენ მკვლევარები.

საშუალო სტატუსტიკურმა ევროპელმა და ამერიკელმა წითელი ხორცის მოხმარება 90%-ით უნდა შეამციროს, მაშინ როდესაც გლობალურად მოსახლეობამ 75%-ით ნაკლები წითელი ხორცი უნდა მიიღოს, იმისთვის, რომ გლობალურ კლიმატურ მიზანს უპასუხოს - განმარტავენ მკვლევარები.

საზოგადოების კვლევამ, რომელიც გასულ წელს ევროპულმა კომისიამ ჩაატარა, აჩვენა, რომ ევროპელების 80% მზად არის, ყურადღება მიაქციოს, თუ რა გავლენას ახდენს მათ მიერ მოხმარებული საკვები გარემოზე და 4-დან 3 ევროპელი მზად არის კვებითი დიეტის შეცვლის შესაძლებლობა განიხილოს.

მცენარეული კომპონენტებისგან დამზადებული და ლაბორატორიულად გამოყვანილი ხორცი, რომელსაც ხორცის ანალოგებს უწოდებენ, განსხვავდება ხორცის ისეთი ალტერნატივებისგან, როგორიც მაგალითად სოიოა, რადგან ის ხორცის მჭამელებისთვის არის გათვალისწინებული.

ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცის ტესტირებამ აჩვენა, რომ ის ზედმიწევნით იმეორებს ნამდვილი ხორცის სტრუქტურასაც და გემოსაც, თუმცა მსგავსი ეფექტის მიღება საკმაოდ რთულია, ამის ისე გაკეთება, რომ მოსახლეობისთვის ფინანსური კუთხით მიმზიდველიც იყოს, საკმაოდ დიდი გამოწვევაა.

ხორცის ანალოგებმა ისეთი ცნობილი ადამიანების ყურადღება მიიპყრო, როგორიც ბილ გეიტსი, რიჩარდ ბრანსონი და ლეონარდო დიკაპრიოა.

მცენარეული კომპონენტებისგან დამზადებულ ხორცს თავის მომხრებელს ბრიტანეთში რესტორნების ორი უმსხილესი ქსელი უკვე სთავაზობს.

21-02-2019

წყარო: bpn

03-05-2019

2019 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 4.1 პროცენტი შეადგინა

21-03-2019

საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა

29-08-2019

ევროკავშირის მეცნიერების ორგანიზაციის- Euraxess -ის დირექტორი: „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში”

20-10-2023

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024

20-10-2023

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024

03-05-2019

2019 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 4.1 პროცენტი შეადგინა

21-03-2019

საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა

29-08-2019

ევროკავშირის მეცნიერების ორგანიზაციის- Euraxess -ის დირექტორი: „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში”


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ