სოციალურ მედიაში ახალი გამოწვევა #Trashtag გავრცელდა
ნავიგატორი
1890

სოციალურ მედიაში ახალი გამოწვევა #Trashtag გავრცელდა

ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელებში ახალი გამოწვევა #Trashtag გამოჩნდა, რომელიც მალევე გახდა პოპულარული და მასში მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი ჩაერთო.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ონლაინ გამოწვევის არსი შემდეგში მდგომარეობს - უნდა გადაუღოთ ფოტოსურათი დაბინძურებულ გარემოს, შემდგომ დაასუფთავოთ ის და დასუფთავებულ ადგილს კვლავ გადაუღოთ ფოტო.

გამოწვევის მიზანია საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს გარემოს დაცვას, გაიაზროს არსებული მძიმე მდგომარეობა და საკუთარი წვლილი შეიტანოს მის დასუფთავებაში.

გამოწვევის წყალობით ათასობით ადამიანმა მთელი მსოფლიოდან ნარჩენებისაგან უკვე გაათავისუფლა სანაპიროები, პარკები და გზები. მხოლოდ Instagram-ზე გასულ დღეებში 250 000-ზე მეტი მსგავსი პოსტი გავრცელდა.

როგორც ირკვევა, გამოწვევის იდეა 2015 წელს კომპანია UCO Gear-ს გაუჩნდა და მას მალევე გამოუჩნდნენ მიმდევრები. მასშტაბური ხასიათი კი მას გასულ კვირის შემდეგ მიეცა, როდესაც ახალგაზრდამ აშშ-ის შტატ არიზონაში გადაღებული ფოტო „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

13-03-2019

წყარო: bpn

24-04-2023

საკონსულტაციო შეხვედრა გრანტის მაძიებელთათვის

21-10-2022

„ქეშბექის დღიურები“ - ანუ 60%-მდე ქეშბექი ყოველდღე, ლიბერთის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის

22-07-2019

სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა „თელა“ აშენდა.

31-05-2019

საგადასახადო სამოთხე. რა არის ოფშორი და რატომ არეგისტრირებენ იქ კომპანიებს?

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ