მერია მუხიანში რადიოქალაქის საინვესტიციო პროექტზე აუქციონს აცხადებს
ნავიგატორი
1900

მერია მუხიანში რადიოქალაქის საინვესტიციო პროექტზე აუქციონს აცხადებს

თბილისის მერია მუხიანში რადიოქალაქის საინვესტიციო პროექტზე აუქციონს აცხადებს. „მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი, რომ ეს იყო ერთ-ერთი უნიკალური ადგილი, რომელიც შეიძლება გავხადოთ ახალი მიზიდულობის ცენტრი კულტურული თვალსაზრისით, ახალგაზრდული მიმართულებით.

ჩვენ დაქირავებული გვყავდა კომპანია, ვინც კონცეფციას ქმნიდა ამ პროექტთან დაკავშირებით. ეს კონცეფცია უკვე მზად არის - აქ უნდა განთავსდეს სარეკრეაციო სივრცე და ეს გახდება თბილისში ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი. საკმაოდ საინტერესო პროექტია და დღეს უკვე არის დაინტერესება, ზუსტად იმ კონცეფციით, რომელიც „კოლიერსის“ და ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად გაკეთდა.

ინვესტიცია დაახლოებით 20 მილიონი იქნება ამ პროექტისათვის, ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა ბიზნეს სექტორთან, რომელსაც წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა და დარწმუნებული ვარ, ინტერესი ძალიან დიდი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ წინასაარჩევნოდ განაცხადა, რომ მუხიანის ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე აშენდება საგამოფენა სივრცეები, გასართობი ზონები, საცურაო აუზები, რადიოქალაქი და ა.შ. 

29-05-2019

წყარო: imedinews.ge

10-05-2019

ნათია თურნავასთან შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო - იოსებ არჩვაძე

05-06-2019

IPM - 2019 წელს ქვეყნის, როგორც ძირითადი, ისე რეგიონული ბიუჯეტების შევსების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ სათამაშო ბიზნესი სახელდება

03-04-2019

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება

12-12-2019

ჯადოსნური საშობაო სოფელი სითი მოლში-Christmas Fair at City Mall

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ