ჯადოსნური საშობაო სოფელი სითი მოლში-Christmas Fair at City Mall
⇔ რამოდენიმე დღეში, სითი მოლი საბურთალოს ეზოში, ჯადოსნური საშობაო გამოფენა-გაყიდვა დაიწყება!
♦ საშობაო სოფელი 17 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით გაიმართება. გამოფენა გაყიდვა ყოველდღე, 12:00 საათიდან 22:00 საათამდე უმასპინძლებს ადგილობრივ მეწარმეებსა და გამოფენა-გაყიდვის სტუმრებს.
♦ საშობაო გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში, სითი მოლში მოსული სტუმრები აღმოაჩენენ ჯადოსნურ საახალწლო გარემოს. სტუმრებს საშუალება მიეცემათ შეიძინონ ქართული საახალწლო პროდუქცია, ნუგბარი და აქსესუარები.
♦ საშობაო გამოფენა-გაყიდვა პროექტის „GEclose2EU’’ ფარგლებში იმართება, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მიერ, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობით.
♦ პროექტის ფარგლებში ქართველ სტარტაპერ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ და პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ პროდუქციას.
⇔ ეწვიე საშობაო ბაზრობას ქავთარაძის N1-ში, სითი მოლი საბურთალოს ეზოში, შეიძინე საახალწლო, ქართული პროდუქცია და შეიქმენი ახალი წლის დაუვიწყარი განწყობა.