|
1374 |
---|
IPM - 2019 წელს ქვეყნის, როგორც ძირითადი, ისე რეგიონული ბიუჯეტების შევსების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ სათამაშო ბიზნესი სახელდება
2019 წელს ქვეყნის, როგორც ძირითადი, ისე რეგიონული ბიუჯეტების შევსების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ სათამაშო ბიზნესი სახელდება - ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია „აიფიემ კვლევაში“. „კომპანიამ „აიფიემ კვლევები“ გასული წლის ივნისში საზოგადოებას შესთავაზა სტატიასათამაშო ბიზნესის მედია გაშუქების თაობაზე საქართველოში. საკითხი აქტუალობას არც მიმდინარე წელს კარგავს. უკვე მერამდენე წელია, მის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. გასულ წელს, ამაზეც ვსაუბრობდით, რომ პროცესი გაჭიანურდა, გარკვეული ძალების ჩარევის თუ ჩაურევლობის გამო. მიმდინარე წელსაც ვერ დავიმშვიდებთ თავს, მომავალი თაობისთვის, აზარტული თამაშებისგან დაცული, უსაფრთხო გარემოს არსებობით. უფრო მეტიც, 2019 წელს, წარმოდგენილი კანონპროექტი, სათამაშო ბიზნესისთვის სარეკლამო სივრცის შეზღუდვის თაობაზე, პარლამენტმა არ დაამტკიცა და კიდევ განუსაზღვრელი ვადით გადადო მისი განხილვა. როგორც ჩანს, საქმე გაცილებით რთულადაა და გაცილებით „ძლიერთა, ამა ქვეყნისათა“ ინტერესის სფეროს წარმოადგენს, ვიდრე კანონპროექტის ავტორები ვარაუდობდნენ. სოციალური მდგომარეობა კი არ გაუმჯობესებულა ქვეყანაში და აზარტი, თუ უბრალოდ უკეთესი ცხოვრების მარტივად მოწყობის სურვილი, კვლავ, პირდაპირპროპორციულად იპყრობს ქართველი ახალგაზრდების გულებს და გონებას. სამწუხარო რეალობის მიუხედავად, ქვეყნის, როგორც ძირითადი, ისე რეგიონული ბიუჯეტების შევსების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ სათამაშო ბიზნესი სახელდება. ალბათ, ამით არის გამოწვეული ის შეღავათები თუ წახალისება, რაც ამ ინდუსტრიას სახელმწიფოსგან აქვს მინიჭებული. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2019 წლის 11 აპრილიდან სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან 10 წლით გათავისუფლდება სამორინეს მოწყობა გრიგოლეთსა და ფოთში ახლად აშენებული არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე. 2019 წლის 4 აპრილიდან კი, მთავრობის დადგენილებით, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან საერთოდ გათავისუფლებულია სამორინეს მოწყობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში. საქართველოს მთავრობამ ზოგიერთი მუნიციპალიტეტისთვის სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებიც განსაზღვრა. როგორც ვხედავთ, ტურიზმი, როგორც ერთ-ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის დარგი, ჩვენი განვითარებადი ქვეყნისათვის, გადაჯაჭვულია სათამაშო ბიზნესთან და ალბათ ამანაც გამოიწვია ჩვენს ქვეყანაზე მზრუნველთა პრიორიტეტებში არეულობა. რთულია განსაზღვრო, რომელია უფრო მნიშნელოვანი - ახალი თაობის დაცვა სენისგან, თუ ქვეყნის ბიუჯეტის გამსხვილებაზე ზრუნვა. მედია სტატისტიკის თანახმად კი, 2019 წლის გასული პერიოდის განმავლობაში, სათამაშო ბიზნესის, ყველაზე აქტიური ბრენდების სია, ასე გამოიყურება“, - აღნიშნულია კვლევაში. |
05-06-2019
წყარო: bpn.ge
16-06-2023 ცხადდება მიღება IRI-ის ლიდერთა ბანაკში |
---|
26-01-2023 მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა |
08-04-2019 „ყაზტრანსგაზი“ დიღმის მასივში აფეთქებაზე - ცხელ ხაზზე გაზის სუნის შესახებ ზარი შემოსულია 11:50 საათზე, ჯგუფი ადგილზე მივიდა 12:11 საათზე, აალება მოხდა 12:10 საათზე |
04-08-2019 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი |