ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა
ნავიგატორი
2066

ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა.

შესაბამისი ცვლილებები ფინანსთა მინისტრის 31 მაისის N162-ე ბრძანებით, ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა.

„ოქროს სიაში“ მყოფ კომპანიებს საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას გამარტივებული პროცედურებითა და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადებით სარგებლობა შეეძლოთ. კერძოდ, „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე იმპორტის გადასახდელების ვადად 30 დღე იყო განსაზღვრული.

ცვლილებებით კი, ყველა კომპანია დაბეგვრის ერთიანი რეჟიმით ისარგებლებს და გადასახდელებს, საქონლის გაშვებიდან 5 დღის ვადაში გადაიხდის.

ფინანსთა მინისტრის ბრძანება აქციზურ საქონელზე 12 ივნისს შევა ძალაში, სხვა შემთხვევებში კი, 2 ივლისიდან.

ამასთან, აღნიშნული ბრძანების ძალაში შესვლამდე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის მოქმედი წესით განსაზღვრულ ვადაში.

06-06-2019

წყარო: 1tv.ge

11-04-2019

საქართველოში ვირის რძით საპნების წარმოება დაიწყო - როგორია ბებიის რეცეპტით დამზადებული პროდუქციის ფასი

11-04-2019

საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან

04-03-2019

„მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს და თანდათან გაიზარდოს“

19-03-2019

იანვარ-თებერვალში ექსპორტი 13.2%–ით, იმპორტი კი 0.1%–ით გაიზარდა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ