საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს
ნავიგატორი
1799

საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს

საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს. უწყებამ შესაბამისი ვაკანსია უკვე გამოაქვეყნა. განაცხადების მიღება 8 ივლისამდე იწარმოებს.

როგორც ვაკანსიაშია აღნიშნული, მთავარი რისკის ოფიცერს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება (მინიმუმ მაგისტრის დონეზე) ფინანსების ან/და თეორიული ფიზიკის ან/და მათემატიკის სპეციალიზაციით; რისკის კონტროლის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ხუთი წლის გამოცდილება; კაპიტალის ბაზრის პროდუქტების / ფინანსური ინსტრუმენტების საფუძვლიანი ცოდნა; რისკის კონტროლის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი პრინციპების, პოლიტიკის, პროცესების და პროცედურების საფუძვლიანი ცოდნა; რისკების შეფასების რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლიანი ცოდნა.

კანდიდატი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას და გააჩნდეს კომუნიკაციის საუკეთესო უნარები.

„ანაზღაურება დაინიშნება გამოვლენილი საუკეთესო კანდიდატის კვალიფიკაციის და ბაზარზე არსებული კონკურენტული სახელფასო განაკვეთების შესაბამისად”, – აღნიშნულია ვაკანსიაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტდა.

13-06-2019

წყარო: 1tv.ge

01-05-2019

დღეიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო

22-02-2019

„ბიზნეს ამქარი“ - აკადემიური სექტორი ბიზნესისათვის

23-06-2023

საერთაშორისო გამოფენა - US PRIVATE LABEL TRADE SHOW

13-11-2019

ვარკეთილის ტერიტორიაზე მდებარე მეტეოროლოგიური სადგური განახლდა!

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ