|
477 |
---|
საერთაშორისო გამოფენა - US PRIVATE LABEL TRADE SHOW
2023 წლის 12 - 14 ნოემბერს ქალაქ ჩიკაგოში, აშშ-ში გაიმართება U.S. Private Label Trade Show. გამოფენაში მონაწილეობას იღებს 1,000-ზე მეტი კომპანია 40-მდე ქვეყნიდან, მათ შორის იქნება 25-მდე საერთაშორისო პავილიონი. აღნიშნული ღონისძიება დაინტერესებულ პირებს აშშ-ის და კანადის კერძო სავაჭრო ინდუსტრიების ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. გამოფენაზე იქნებიან როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების სექტორის წარმომადგენლები. ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ გადამამუშავებელ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ პროდუქციას. განაცხადების მიღება გამოფენის შესარჩევ კონკურსში ხორციელდება 23 ივნისის 09:00 სთ-დან 14 ივლისის 18:00 სთ-ის ჩათვლით. გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეფასება მოხდება შესაბამის ინდიკატორებზე ქულების მინიჭებით:
გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოადგინოთ ელექტრონულ ფოსტაზე exhibitions@rda.gov.ge ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია. განაცხადის იდენტიფიცირებისათვის, აუცილებელია, ,,subject" ველში მიუთითოთ გამოფენის დასახელება.
საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის თქვენი შეფასება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ქულას. თანაბარი ქულების შემთხვევაში, კომპანიების შერჩევისას იმოქმედებს რიგითობის პრინციპი. იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებთ პროგრამით გათვალისწინებულ შესაბამის პირობებს, ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოდან გეცნობებათ ინფორმაცია ხელშეკრულების მომზადების შესახებ. კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სავალდებულოა გახდეთ Private Label Manufacturers Association (PLMA) -ს წევრი, რისთვისაც ივსება და იგზავნება შესაბამისი ფორმა აღნიშნულ ორგანიზაციაში. ასოციაციის საწევრო გადასახადი შეადგენს 1,500 ევროს წელიწადში. დამატებით ინფორმაციას სააგენტოს წარმომადგენელი მიაწვდის შერჩეულ მონაწილეებს. გისურვებთ წარმატებას!
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო |
23-06-2023
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
21-03-2019 მეწარმეების ხელშემწყობი “თბილისური ბაზარი” იხსნება |
---|
30-05-2019 შოთა გულბანი: „თი ბი სი ჯგუფი“ თუ მაგარია, კონკურენცია “ეიპიემ ტერმინალს” გაუწიოს |
15-05-2019 აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, ანაზღაურებული ზარალი 35 მილიონ ლარზე მეტია |
16-05-2019 4 თვის მონაცემებით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა |