აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს
ნავიგატორი
1860


აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს

Huawei-მ ახალი პროდუქტის წარდგენის შესახებ დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა. ამის შესახებ BBC კომპანიის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 

ჩინური კომპანია მიმდინარე კვირას ახალი ლეპტოპის წარდგენას გეგმავდა, თუმცა განმარტა, რომ ეს შეუძლებელია. 

მისივე თქმით, პროდუქტს განადგურება ემუქრება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხნის განმავლობაში იქნება ჩინური ტექნოლოგიების გიგანტი შავ სიაში.  

ჩინურმა Huawei-მ შეერთებული შტატების მიერ კომპანიის შავ სიაში შეყვანა გაასაჩივრა. 

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულება, რომ ჩინური კომპანია ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა 15 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ.

როგორ და რატომ კრძალავენ დასავლეთის ქვეყნები Huawei-ს ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ.

13-06-2019

წყარო: imedinews.ge

16-05-2019

4 თვის მონაცემებით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

19-08-2019

ხულო FEST

07-05-2019

ივანე მაჭავარიანი - აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა

26-09-2022

საფერავის საერთაშორისო კონკურსი

26-09-2022

საფერავის საერთაშორისო კონკურსი

16-05-2019

4 თვის მონაცემებით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

19-08-2019

ხულო FEST

07-05-2019

ივანე მაჭავარიანი - აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ