„ევროკავშირში 67%-ით მეტი საქონელი გავიტანეთ, ვიდრე რუსეთში“
ნავიგატორი
1521


„ევროკავშირში 67%-ით მეტი საქონელი გავიტანეთ, ვიდრე რუსეთში“

საქართველომ 2018 წელს ევროკავშირში 67%-ით (293 მლნ დოლარით) მეტი საქონლის ექსპორტი განახორციელა, ვიდრე რუსეთში. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ევროკავშირში ექსპორტი მნიშვნელოვნად 2014 წლიდან გაიზარდა, რასაც ხელი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამ შეუწყო. 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ქართული პროდუქცია ბულგარეთში (259 მლნ დოლარი), ესპანეთში (62 მლნ დოლარი), რუმინეთსა (58 მლნ დოლარი) და გერმანიაში (52 მლნ დოლარი) შევიდა.

საქართველოდან ევროკავშირში გადის: თხილი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, ხილი, ჩირი, ჯემები, მინის ნაწარმი, პლასტმასის ნაწარმი, იზოტოპები, ავეჯი, ფეროშენადნობები, ძვირფასი ლითონები და სხვა,“-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, 2018 წელს ევროკავშირიდან მეტი ფული გადმოირიცხა საქართველოში, ვიდრე რუსეთიდან.

„2019 წლის პირველ 5 თვეში ევროკავშირიდან გადმორიცხული თანხა, რუსეთიდან გადმორიცხულზე 57%-ით მეტია, როცა 2013 წელს რუსეთიდან 2-ჯერ მეტი თანხა შემოვიდა, ვიდრე ევროკავშირიდან. 2013 წელს რუსეთიდან გზავნილების წილი მთლიანი გზავნილების 54% იყო, 2019 წლის პირველ 5 თვეში კი 25%-ია. ამავე პერიოდში, ევროკავშირის წილი 28%-დან 39%-მდე გაიზარდა,“-აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

25-06-2019

წყარო: bpn.ge

29-05-2019

Bus Lane-ზე და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი 50-100 ლარით დაჯარიმდება

10-05-2019

ეკონომიკის მინისტრი: ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა

19-04-2019

მსოფლიოს უდიდესი ბანკების ხუთეული

23-12-2022

სტუდენტური ბლოგების კონკურსი

23-12-2022

სტუდენტური ბლოგების კონკურსი

29-05-2019

Bus Lane-ზე და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი 50-100 ლარით დაჯარიმდება

10-05-2019

ეკონომიკის მინისტრი: ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა

19-04-2019

მსოფლიოს უდიდესი ბანკების ხუთეული


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ