|
| 2333 |
|---|
თიბისის მობაილბანკს ინოვაციური ფუნქცია – ხმოვანი ასისტენტი – დაემატა
| თიბისის მობაილბანკს პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი დაემატა. ამიერიდან მობაილბანკის საშუალებით თანხის გადარიცხვა უკვე ხმოვანი ასისტენტის დახმარებით არის შესაძლებელი.
ამისათვის საჭიროა, მომხმარებელმა მობაილბანკის მთავარ გვერდზე დააჭიროს ხმოვანი ასისტენტის სიმბოლოს, უთხრას რომელ შაბლონთან რამდენი ლარის გადარიცხვა სურს და თანხა გადაირიცხება. (მაგალითად: გადარიცხე გიორგისთან 5 ლარი). ხმოვანი ასისტენტი მომხმარებელს ეხმარება სხვა ფიზიკურ პირებთან ანგარიშის ან მობილურის ნომრით თანხის გადარიცხვის პროცესის განხორციელებაში.
ახალი ფუნქცია თიბისიმ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე ქართულ კომპანია Pulsar AI-სთან ერთად შექმნა. თიბისის სტრატეგიული მიმართულებაა ციფრული არხების განვითარება. ხმოვანი ასისტენტის ფუნქციის დამატებით თიბისი დგება მსოფლიოს მასშტაბით ისეთი მოწინავე ბანკების გვერდით როგორებიც არიან: “Bank of America. Wells fargo, Ally.
ხმოვანი ასისტენტის ფუნქციის გამოყენების გარდა, თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია:
ერთი აპლიკაციის გამოყენებით შევიდეს როგორც იურიდიული პირის, ასევე ფიზიკური პირის მობაილ ბანკში. („სხვა მომხმარერბლის” ფუნქციის გამოყენებით)
|

22-02-2019
წყარო: commersant.ge
|
13-06-2019 აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს |
|---|
|
27-02-2019 როგორ და სად უნდა შეამოწმოთ თქვენი საპენსიო დანაზოგი? |
|
03-05-2019 Moody’s საქართველოს ეკონომიკის მთავარ რისკებს ასახელებს |
|
05-07-2019 ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია ,,QuickCash AI” EMERGING EUROPE AWARDS - ის ერთ-ერთი გამარჯვებულია |