|
| 1983 |
|---|
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა
| 18 ივლისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი -2019-ის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ფესტივალის მონაწილე ინსტიტუციების, საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ისაუბრა ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებზე, ფესტივალის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე, საზეიმო გახსნისა და დახურვის მასშტაბურ ღონისძიებებზე, სხვა საორგანიზაციო და ფინანსურ საკითხებზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსმა, ზაზა მარუაშვილმა და ამავე სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა თეა ტარიელაშვილმა ყურადღება გაამახვილეს ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებთან – სამეცნიერო პიკნიკებთან, კონფერენციებთან, სხვა აქტივობებთან დაკავშირებულ თემატიკაზე, დაზუსტდა ფესტივალის პროგრამის მნიშვნელოვანი დეტალები. დასასრულს, ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა უპასუხეს შეხვედრაზე დამსწრე მონაწილე ინსტიტუციების წარმომადგენელთა კითხვებს. |

19-07-2019
წყარო: sif.ge
|
13-09-2023 გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი |
|---|
|
13-03-2019 ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება |
|
25-03-2019 ევროკავშირის პროექტი საწარმოთა გამჭვირვალობის მხარდასაჭერად |
|
10-05-2019 WSJ-ი ამერიკა-ჩინეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების გამწვავების ვერსიას აქვეყნებს |