ხულო FEST
ნავიგატორი
1287


ხულო FEST

2019 წლის 25 აგვისტოს დაბა ხულოში, 14:00 საათიდან, დრამატული თეატრის წინ ფესტივალი „ხულო FEST” გაიმართება. ღონისძიების პირველ ნაწილში ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. პარალელურად, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები ტრადიციულ სიმღერებსა და ცეკვებს შეასრულებენ. ღონისძიების მეორე ნაწილში მოწვეული მუსიკალური ბენდები და DJ კონცერტს შემოგვთავაზებენ. 

გამოფენა-გაყიდვაზე ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ და შეიძინონ ხულოში წარმოებული სხვადასხვა პროდუქცია (თაფლი, ყველი, ჩირი და ა.შ). ფესტივალს ეყოლება აქტიური და პოზიტიური წამყვანი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებას გაუძღვება. 

გამოფენა-გაყიდვის პარარელურად, ადგილობრივი ანსამბლების („არგინეთი“, „მერმისი“, „ბერმუხა“ და „ციცინათელა“) მიერ შემოთავაზებული საცეკვაო და მუსიკალური ნომრები გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობა: შეჯიბრი სიმინდის ჭამაში, ვიქტორინა ხულოზე, ბუშტების სწრაფად გაბერვა  და ა.შ.

ფესტივალის მეორე ნაწილში მოწვეული ბენდები (FOURTH SEASON და ASEASOO) სტუმრებს სასიამოვნო მუსიკას შესთავაზებენ. დღის ბოლოს ღონისძიებას მოწვეული DJ ZaZa, ელექტრონული მუსიკით დაასრულებს.

ღონისძიება ეწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც  ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG) ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს. 

ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის დახმარებით მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამხოლოდ აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 135525; 

ფესტივალის ლინკი: https://www.facebook.com/events/2892760707465661/

19-08-2019

წყარო: ENPARD.GE

24-02-2019

თბილისში გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის სამშენებლო ობიექტებზე წესები მკაცრდება - რა სანქციები დაეკისრება დამრღვევ პირს

17-11-2022

კონკურსი 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოსავლენად

01-03-2019

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), მის წევრ ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია - Grant Thornton-თან ერთად გიწვევთ ერთდღიან ტრენინგზე:

15-05-2019

26 მაისის ღონისძიება გორში

15-05-2019

26 მაისის ღონისძიება გორში

24-02-2019

თბილისში გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის სამშენებლო ობიექტებზე წესები მკაცრდება - რა სანქციები დაეკისრება დამრღვევ პირს

17-11-2022

კონკურსი 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოსავლენად

01-03-2019

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), მის წევრ ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია - Grant Thornton-თან ერთად გიწვევთ ერთდღიან ტრენინგზე:


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ