ტრენინგი ბათუმში: ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი
ნავიგატორი
1551


ტრენინგი ბათუმში: ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი

ახლა უკვე ბათუმში!

ჩვენი ახალი ინტენსიური სასწავლო კურსი განკუთვნილია მესამე კატეგორიის კომპანიებისათვის და დაეხმარება მსმენელს:

• დეტალურად გაიცნოს მსს ფასს (IFRS for SME) სტანდარტი და ისწავლოს აღნიშნულ სტანდარტთან მუშაობა;
• დეტალურად გაიაროს სტანდარტის ყველა მნიშვნელოვანი მოთხოვნა და შეძლოს ამ მოთხოვნების პრაქტიკაში გამოყენება;
• ტექნიკურად მოამზადოს ფინანსური ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკა და ახსნა-განმარტებებითი შენიშვნები;
• დეტალურად გაიაროს ბრუნვითი უწყისის საფუძველზე მსს ფასს-ის შესაბამის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისთვის საჭირო ყველა ნაბიჯი.

ტრენინგი ჩატარდება ქართულად და მასში მონაწილეობა უფასოა.
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე 2019 წლის 15 სექტემბრამდე:
https://drive.google.com/open?id=18mKXuf2be0DYMplEBLb423HOtFL2xX7QG14EhXwJRE8
კურსის ხანგრძლივობაა არის 36 საათი და გადანაწილებულია 6 დღეზე. ის ჩატარდება სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმის“ საკონფერენციო დარბაზში, მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა No 1. ტრენინგი ბათუმში ჩატარდება ორი ჯგუფისათვის, გთხოვთ იხილოთ განრიგი:

პირველი ჯგუფი
20 - 21 სექტემბერი (10:00 – 18:00 სთ-მდე)
27 – 28 სექტემბერი (10:00 – 18:00 სთ-მდე)
18 – 19 ოქტომბერი (10:00 – 18:00 სთ-მდე)

მეორე ჯგუფი
22 - 23 სექტემბერი (10:00 – 18:00 სთ-მდე)
29 – 30 სექტემბერი (10:00 – 18:00 სთ-მდე)
20 – 21 ოქტომბერი (10:00 – 18:00 სთ-მდე)

სასწავლო კურსზე უნდა დარეგისტრირდნენ მე-3 კატეგორიის კომპანიების ბუღალტრები, ფინანსური მენეჯერები ან იმ საბუღალტრო-ფინანსური საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები ვინც ბუღალტრულ მომსახურებას უწევს მე-3 კატეგორიის კომპანიებს. ჯგუფი დაკომპლექტდება შევსებული განაცხადების რიგითობის მიხედვით. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე knowhowgeorgia@ebrd.com ან დარეკეთ ნომერზე +995 32 2447432.

სასწავლო კურსი დაფინანსებულია ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში და ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის
(EBRD) მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან თანამშრომლობით.

02-09-2019

წყარო: EBRD - Advice for Small Businesses - კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის

10-10-2022

2023 წელს, სოფლის განვითარების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს

14-10-2022

გრანტები სახელმწიფოთაშორის საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მომუშავე გუნდებისთვის

12-09-2019

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი

15-04-2019

თამარ ქალდანი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პირველ ივლისს ასამოქმედებლად კონკრეტული თანხა გამოყოფილი არ არის

15-04-2019

თამარ ქალდანი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პირველ ივლისს ასამოქმედებლად კონკრეტული თანხა გამოყოფილი არ არის

10-10-2022

2023 წელს, სოფლის განვითარების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს

14-10-2022

გრანტები სახელმწიფოთაშორის საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მომუშავე გუნდებისთვის

12-09-2019

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ