ღია კარის საგრანტო პროგრამა
ნავიგატორი
768


ევროპის ღია კარის საგრანტო პროგრამა

უნიკალური ნომერი: 001021

კონკურსის შესახებ:

ევროპის ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საგრანტო პროექტების მეშვეობით, გამოავლინონ საზოგადოების წინაშე მდგომი მწვავე პრობლემები და მოიძიონ მათი გადაჭრის ინოვაციური გზები.

ღია კარის პროგრამა ღიაა ყველა ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი პროექტისათვის, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას და, ამავდროულად, აქვს გავრცობის, რეპლიკაციის და მდგრადობის პოტენციალი. ღია კარის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი ფონდის მისიასა და მანდატებს უნდა შეესატყვისებოდეს. პროექტი ნათლად უნდა წარმოაჩენდეს ადგილზე არსებული კონკრეტული პრობლემების დაძლევის რეალურ გზებს და ადასტურებდეს ამ პრობლემათა პრიორიტეტულობას სანდო მონაცემების საფუძველზე. ამასთანავე, პროექტის მეთოდოლოგია ნათლად უნდა აღწერდეს ჩართულობას პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის გზების მოძიებაში, მოქალაქეთა ინტერესების დაცვასა და ცვლილებების განხორციელებაში. პროექტს შედეგად უნდა მოჰყვეს მნიშვნელოვანი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური ცვლილებები ადგილობრივ ან/და ქვეყნის დონეზე.

ევროპის ფონდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გენდერულ თანასწორობას და მოუწოდებს განმცხადებლებს, საპროექტო განაცხადების მომზადებისას, გაითვალისწინონ, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ პროექტს ქალებსა და მამაკაცებზე. იხილეთ გენდერული ასპექტების გათვალისწინებით პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების სახელმძღვანელო კითხვარი.

ფონდის მიერ ბოლო წლებში დაფინანსებული პროექტების ანალიზმა აჩვენა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობის ბიუჯეტი საშუალოდ შეადგენს 45,000-50,000 ლარს, რაც, უმეტეს შემთხვევებში, საგრანტო პროექტის მიზნებისა და ამოცანების ადეკვატურად მიღწევის საშუალებას იძლევა. ევროპის ფონდი განმცხადებლებს ურჩევს საპროექტო განაცხადის მომზადებისას ამ გარემოების გათვალისწინებას.

ღია კარის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს რეგიონებში მრავალწლიანი წარმატებული მუშაობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციების მხარდაჭერა სტრატეგიული გრანტების მეშვეობით. სტრატეგიული გრანტი ითვალისწინებს ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი გრძელვადიანი პროექტების დაფინანსებას. აღნიშნული გრანტის მიღების მსურველ ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა, ღია კარის ფარლგებში წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ბიუჯეტის გარდა, მოითხოვონ დამატებითი დაფინანსება ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარებისათვის. იხილეთ ინფორმაცია სტრატეგიული გრანტების შესახებ.

საპროექტო განაცხადები შეიძლება წარმოდგენილი იქნას ნებისმიერ დროს, მთელი წლის განმავლობაში. ევროპის ფონდი ღია კარის პროგრამით შემოსულ განაცხადებს განიხილავს სისტემატიურად და განმცხადებლები პასუხს მიიღებენ წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადის შეტანიდან ორი თვის განმავლობაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას ფონდში განაცხადის წარმოდგენის პროცედურების შესახებ.

გაითვალისწინეთ, რომ ევროპის ფონდი არ აფინანსებს:

  • პოლიტიკურ პარტიებს (თუმცა, შესაძლოა, დაფინანსებული იქნას საქმიანობა, რომელიც მოიცავს ყველა პარტიის მონაწილეობას, მაგ. საარჩევნო პროცესში ჩართულობა);

  • პარტიული ან პოლიტიკური მიზნით განხორციელებულ ლობირებას (გარდა იმ საკითხების ადვოკატირებისა, რომელთაც საზოგადოებრივი სარგებელი მოაქვთ);

  • რელიგიურ საქმიანობას;

  • კომერციული მიზნით განხორციელებულ სამშენებლო პროექტებს;

  • ნებისმიერი სახის სამხედრო აქტივობას;

  • სესხების დაფარვას;

  • თეორიულ კვლევებს, ბაზრის კერძო კვლევებს;

  • სასწავლო სტიპენდიებსა და სამოგზაურო გრანტებს.


წყარო: ევროპის ფონდი

დამატებულია: 22-10-2021

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2021

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 27 დღე;






25-01-2019

სტარტაპ სასტუმრო სესხი – თიბისი ბანკი

26-02-2020

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროექტი (TTPP)

21-10-2021

მწვანე საგრანტო პროგრამა

28-11-2021

საგრანტო კონკურსი

28-11-2021

საგრანტო კონკურსი

25-01-2019

სტარტაპ სასტუმრო სესხი – თიბისი ბანკი

26-02-2020

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროექტი (TTPP)

21-10-2021

მწვანე საგრანტო პროგრამა


სიახლეების გამოწერა





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ