მცირე საგრანტო კონკურსი მითების დეტექტორის ლაბორატორიის კურსდამთავრებულებისთვის
წყარო: მედიის განვითარების ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 24.04.2022
- საიტზე დამატებულია
- 05.04.2022
კონკურსის შესახებ:
მედიის განვითარების ფონდი, MDF აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს მითების დეტექტორის ლაბორატორიის კურსდამთავრებულებისთვის. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ყალბი ინფორმაციის გამოვლენის გზით საზოგადოების მედეგობის ზრდას.
რა თემებს უნდა ეხებოდეს პროექტი?
საპროექტო განაცხადი უნდა შეეხებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთს:
-
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის თემაზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანია.
-
"მითების დეტექტორის” მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა პლატფორმებით;
-
MDF-ის მედიაწიგნიერების რესურსების პოპულარიზაცია (www.millab.ge);
საპროექტო განაცხადი შეიძლება შეეხებოდეს ერთდროულად 2 თემას.
რა სახის კამპანიებს მიენიჭება უპირატესობა?
შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭებათ პროექტებს, რომლებიც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს და დიდ აუდიტორიას მოიცავს. საკომუნიკაციო პროდუქტი შესაძლოა იყოს ვიდეო, ფოტო/ქარდი, ინფოგრაფიკა, მიმები და სხვა, რაც კამპანიური სახით სხვადასხვა ან ერთი რომელიმე პლატფომით გავრცელდება. აქტივობები ასევე შეიძლება მოიცავდეს პირისპირ შეხვედრებს რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.
პირისპირ შეხვედრების ორგანიზების შემთხვევაში, MDF პროექტში გამარჯვებულ აპლიკანტს დამატებით ბეჭდვითი მასალებით უზრუნველყოფს.
საგრანტო ბიუჯეტი:თითოეული პროექტისთვის განკუთვნილი თანხა 3000-დან 4000 ლარამდეა.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
-
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ "მითების დეტექტორის ლაბორატორიის”კურსდამთავრებულებს.
-
განაცხადი შეიძლება გაკეთდეს როგორც ინდივიდუალურად, ფიზიკური პირის მიერ, ასევე ჯგუფურად, საინიციატივო ჯგუფის მიერ.
-
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მონაწილემ უნდა შეავსოს საპროექტო აპლიკაცია.
-
საგრანტო პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 5 თვეს.
პროექტისშერჩევისკრიტერიუმები:
პროექტის შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით მოხდება:
-
რამდენად შეესაბამება განაცხადი კონკურსის ამოცანებსა და პირობებს;
-
სამიზნე აუდიტორიის მოცვა;
-
გეგმისეფექტიანობა;
-
პროექტისხარჯებისეფექტიანობა;
-
გუნდისუნარი, განახორციელოსპროექტიდამართოსგრანტი.
განაცხადის შემოტანის და გამარჯვებულების გამოვლენის ვადები:
აპლიკაციების მიღება გაგრძელდება 2022 წლის 24 აპრილამდე.
დახმარება საგრანტო განაცხადის მომზადებისთვის:
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ მედიის განვითარების ფონდს ( info@mdfgeorgia.ge). გთხოვთ,წერილის საგანში მიუთითოთ "მცირე საგრანტო კონკურსი მითლაბელებისთვის_კითხვა”.
წყარო: მედიის განვითარების ფონდი