საგრანტო პროგრამა სტარტაპებისთვის
წყარო: ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 10.04.2022
- საიტზე დამატებულია
- 05.04.2022
კონკურსის შესახებ:
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs ფარგლებში, ცხადდება საგრანტო პროგრამა სტარტაპებისთვის გურიის რეგიონში. პროექტს ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია "ათინათთან" პარტნიორობით.
პროექტის შესახებ:
პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობებს გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში. სამიზნე რეგიონი: გურია
საგრანტო პროგრამის მიზანი: სამიზნე ჯგუფის წევრთა ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა.
სამიზნე მუნიციპალიტეტები: გურია - ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სამიზნე რეგიონში მცხოვრებ:
** საშუალო განათლების მქონე 35 წლამდე ახალგაზრდები, რომლებმაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღება და მიეკუთვნებიან რომელიმე მოწყვლად კატეგორიას (სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი ან დაბალშემოსავლიანი ოჯახები, ყოფილი მიგრანტი, ყოფილი პატიმარი ან პრობაციონერი და ა.შ.)
** განათლების მიღმა მყოფი 35 წლამდე ახალგაზრდები - არასრული საშუალო განათლების მქონენი ან რომლებმაც მიატოვეს სკოლა საბაზო საფეხურზე
** უმაღლესი განათლების მქონე 35 წლამდე სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდები- დაბალშემოსავლიანი ოჯახის წევრი
** ქალები - ეკონომიკური და სოციალური სირთულეების წინაშე მდგომნი (ასაკი შეუზღუდავია)
** შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირები
** იძულებით გადაადგილებული პირები
** ადამიანები, რომლებმაც სამსახური და შემოსავალი დაკარგეს კოვიდ 19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგად
კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:
** პრობლემური საკრედიტო ისტორიის მქონე პირებს
** ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაფინანსების მიმღებ პირებს
** რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს
** პირებს, რომელთა მიერ შემოთავაზებული ობიექტი (მიწა, შენობა-ნაგებობა და სხვ.) სადაც დაგეგმილია პროექტის განხორციელება, დატვირთულია იპოთეკით ან/და ადევს ყადაღა
** პირებს, რომელთა მიერ შემოთავაზებული ობიექტი (მიწა, შენობა-ნაგებობა და სხვ.) რომელზეც უნდა განხორციელდეს გრანტით გათვალისწინებული აქტივობები, არ არის მის საკუთრებაში (კონკურსის ფარგლებში განიხილება მხოლოდ ის ობიექტი, რომელზეც რეგისტრირებულია გრძელვადიანი იჯარა).
საგრანტო დაფინანსების პრინციპი:
** საგრანტო კონურსის ფარგლებში დაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ევროს, ხოლო მაქსიმალური 5000 ევროს
** საგრანტო დაფინანსება ხორციელდება თანამონაწილეობის პრინციპით და განმცხადებლის წილი უნდა შეადგენდეს განაცხადის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს.
საგრანტო კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ, შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3304jpL
საპროექტო იდეის წარდგენა შესაძლებელია ორი ფორმით: ელექტრონული და მატერიალური (ნაბეჭდი) ფორმით.
განაცხადის ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონულად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია:
გურია: ici.info.02@gmail.com
საკონტაქტო პირი: იოსებ წიკლაური, 555233322
ელ. ფოსტაზე განაცხადის წარდგენისას აუცილებელია განმცხადებელმა თემის ველში მიეთითოს სტარტაპ 2022. განაცხადის ამ ფორმით წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელი ღებულობს განაცხადის მიღების დასტურს. ელ. ფოსტის მეშვეობით განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთი საფოსტო გზავნილით.
მატერიალური ფორმით განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართზე:
გურია: ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი, ქ.ოზურგეთი, რუსთაველის #4
საპროექტო იდეის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 აპრილი.
წყარო: http://jpbs.ge