ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001169 დასრულებული

საგრანტო კონკურსი: საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე საზოგადოების ინფორმირებულობის ხელშეწყობა

წყარო: ევროპის ფონდი (EPF)

განაცხადის ბოლო ვადა
04.07.2022
საიტზე დამატებულია
29.06.2022

კონკურსის შესახებ:

ევროპის ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ამ მიზნით, ფონდი ცდილობს, ხელი შეუწყოს მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების პირდაპირ და ღია მონაწილეობას იმ რეფორმებში, რომლებიც ევროპულ ღირებულებებთან, სტანდარტებსა და პრაქტიკასთან გვაახლოებს.

საგრანტო კონკურსის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერა ორიგინალური მედია კონტენტის შესაქმნელად, საქართველოს ევროპული დღის წესრიგის შესახებ ფართო საზოგადოებრივი დებატების ხელშეწყობისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაუმჯობესებისათვის.

განაცხადების მიღების ბოლო ვადააა 2022 წლის 4 ივლისი


წყარო: ევროპის ფონდი