კონკურენტული ინოვაციის ფონდის საგრანტო კონკურსი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის
ნავიგატორი
567


კონკურენტული ინოვაციის ფონდის საგრანტო კონკურსი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის

უნიკალური ნომერი: 001286

კონკურსის შესახებ:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (IBRD)" შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.


CIF- ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა კონკრეტული მიმართულებების შემდგომი განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების/პროექტების განხორციელების მიზნით. ამავდროულად, CIF- ის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფი მოდერნიზაციას და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა.

მიმდინარე საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული თემებია:

  • უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით, ერთობლივი აკადემიური ხარისხის (მათ შორის, ე.წ. ორმაგი ხარისხის) მინიჭების და/ან საერთაშორისო აკრედიტაციის ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება;
  • შრომის ბაზრის საჭიროებებზე (მათ შორის - საქართველოს რეგიონების სპეციფიურ საჭიროებებზე) მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება (სმარტსპეციალიზაცია, მესამე მისია და სხვ.);
  • პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება;
  • ინდუსტრიასთან/კერძო სექტორთან თანამშრომლობის ხელშეწყობა (დამსაქმებლის საჭიროებაზე მორგებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება (ერთობლივი სწავლება/ სტაჟირება, კვლევები/სხვა ინიციატივები სწავლების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის, სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამები)
  • სამეწარმეო განათლების განმავითარებელი პროექტები/პროგრამები.


მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

ა) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (ერთი აპლიკანტი);

ბ) კონსორციუმს, რომელიც შედგება მინიმუმ ორი ან მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან (აქედან მინიმუმ ერთი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება), რომლებიც პროექტის მთავარი ბენეფიციარები იქნებიან.

წარმოდგენილი საგრანტო განაცხადები უნდა ითვალისწინებდეს პარტნიორობის (თანამშრომლობის) დემონსტრირებას. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, საინფორმაციო დოკუმენტებში იხილოთ ბრძანება №1499544.

საგრანტო წინადადებები აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ ვებპორტალის მეშვეობით და იხელმძღვანელონ პორტალზე მოცემული საინფორმაციო და წარსადგენი დოკუმენტებით. აპლიკაციები წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების წარმოდგენა შეგიძლიათ 2022 წლის 31 იანვრამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: cif@iiq.gov.ge .


წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

დამატებულია: 01-12-2022

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20-02-2023

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 20 დღე;






07-05-2022

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა

26-10-2022

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა

25-01-2019

საქართველოს ბანკი თქვენი ბიზნესისთვის

15-12-2022

John Wilkinson Research Grant

15-12-2022

John Wilkinson Research Grant

07-05-2022

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა

26-10-2022

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა

25-01-2019

საქართველოს ბანკი თქვენი ბიზნესისთვის


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ