ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001590 დასრულებული

საგრანტო კონკურსი: რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება

წყარო: USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
30.11.2023
საიტზე დამატებულია
31.10.2023

კონკურსის შესახებ:

"USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა" აცხადებს საგრანტო კონკურსს: რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა არის ხუთწლიანი (2022-2026) $25 მილიონიანი პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI). პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება, მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს დაუჭერს აკადემიურ დაწესებულებებს საუნივერსიტეტო დონეზე გააძლიერონ სწავლება, რათა საქართველოში გაუმჯობესდეს იურიდიული განათლების ხარისხი.

საგრანტო კონკურსის პირობების ტექსტის სრული ვერსია, განაცხადის და ბიუჯეტის ფორმებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე

კონკურსის ვადები:

გამოცხადების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2023
წერილობითი კითხვების წარდგენის ბოლო ვადა: 6 ნოემბერი, 2023
წარდგენილ კითხვებზე პასუხები გამოქვეყნდება: 10 ნოემბერი, 2023
(პასუხები განთავსდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/USAIDRuleofLawProgram).

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი, 2023.

განცხადება და წერილობითი კითხვები უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.rolp@ewmi.org ხოლო სათაურის ველში უნდა მიუთითოთ: RFA: Legal Education.


წყარო: https://jobs.ge/