მედია კონკურსი - ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა
წყარო: ააიპ I ბლოკი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 25.02.2024
- საიტზე დამატებულია
- 07.02.2024
კონკურსის შესახებ:
ა (ა)იპ "I (პირველი) ბლოკი", ფონდის "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის" მხარდაჭერით, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება აღდგენის უნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)" ფარგლებში, აცხადებს მედია კონკურსს თემაზე: "ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ადიქციის პრევენცია, ადამიანის უფლებები".
კონკურსის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქციის საკითხების ეთიკურად და საფუძვლიანად გასაშუქების გზით ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების და ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ადიქციასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანების თანასწორუფლებიანობის დამკვიდრების ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და მედიაორგანიზაციებს, 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 20 თებერვლამდე შექმნილი და მედიაში/სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პროდუქციით.
კონკურსი მოიცავს თემებს:
** ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები;
** ადიქციის/ნივთიერებათა საზიანო მოხმარების პრევენცია და ადამიანის უფლებები;
** არასრულწლოვანთა ფსიქიკური ჯანმრთელობა/ადიქცია;
** ქალთა და ახალგაზრდა გოგონათა ფსიქიკურ ჯანმრთელობა/ადიქცია;
** ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ადიქციის/ნივთიერებათა საზიანო მოხმარების პრევენციის სერვისები/დასაქმების ხელშეწყობა.
კონკურსი ჩატარდება ხუთ ნომინაციაში:
** საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი/რუბრიკა;
** საუკეთესო რადიო სიუჟეტი/პოდკასტი;
** საუკეთესო პუბლიკაცია ბეჭდურ მედიაში;
** საუკეთესო პუბლიკაცია ონლაინ მედიაში;
** საუკეთესო ბლოგი/ვლოგი.
საკონკურსო მასალის წარდგენის ფორმა:
გამოქვეყნებული მასალის ბმულის/სტატიის შემთხვევაში, სკანირებული/სქრინ ვერსიის მიწოდებით ელექტრონულ ფოსტაზე: 1block.cso@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ: "საკონკურსო მასალა".
მასალების მიწოდებისას აუცილებელია ავტორის ვინაობის, საკონტაქტო ინფორმაციის, პროდუქციის გამომქვეყნებელი მედიასაშუალების/საავტორო ბლოგის/პოდკასტის და გამოქვეყნების თარიღის მითითება; თითოეულ აპლიკანტს შეუძლია ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა ერთ ნომინაციაში. ყველა მასალა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
შერჩევის კრიტერიუმები:
** შერჩეული თემის კონკურსის პირობებთან შესაბამისობა;
** კრეატიულობა და ნაშრომის ორიგინალობა (საკითხის გასაგებად, საინტერესოდ, მოწოდება, თხრობის ორიგინალური სტილი და ტექნიკა);
** არამასტიგმატიზებელი ტერმინოლოგიის გამოყენება;
** საკითხის სიღრმისეულად გამოკვლევა/განხილვა/წარმოჩენა;
** გადმოცემული ინფორმაციის/ფაქტების სიზუსტე;
** საკონკურსო მასალაში დარგის სპეციალისტების ჩართულობა;
** მედიაეთიკის ნორმებისა და "არ ავნო" პრინციპების დაცვა;
დამოუკიდებელი ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და ფულადი ჯილდო, თითოეულს 800 ლარის ოდენობით.
საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 25 თებერვალი.
საკონტაქტო პირი: ფატი მამიაშვილი, მობ: +995 577 202098
კონკურსის შესახებ: https://jobs.ge/