ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001543 დასრულებული

ბაზარზე წვდომის წლიური საგრანტო კონკურსი

წყარო: USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
28.09.2024
საიტზე დამატებულია
28.09.2023

კონკურსის შესახებ:

"აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძლიერი სოფლის პროგრამა" აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელიც ხელს შეუწყობს მარკეტინგული საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების გაძლიერებას, რომლებიც მუშაობენ ან წარმომადგენლობა ჰყავთ პროგრამის სამიზნე რეგიონებში (შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი).

ამ საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროგრამა ჩამოაყალიბებს ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების ქსელს და გააუმჯობესებს მათ უნარებს, კონსულტაციები გაუწიონ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს (MSME), რაც გააფართოებს მათ ბაზარს პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტებში და ხელს შეუწყობს ტურიზმში ჩართული ბიზნესების ბაზარზე წვდომა

საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების დაფინანსებისთვის პროგრამა გამოიყენებს შედეგებზე დაფუძნებული გადახდების მოდელს და გასცემს ფიქსირებული თანხის გრანტებს ეტაპობრივი გადახდებით. ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლებისთვის გადახდები გაიცემა მათ მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. ამ კონკურსის ფარგლებში გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ისა და აშშ-ის მთავრობის გრანტების მართვის რეგულაციებისა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის გრანტების მართვის შიდა პოლიტიკის შესაბამისად.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 28 სექტემბერი, 2024 წელი.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი მიბმულ ფაილში.


წყარო: https://jobs.ge/