|
185 |
---|
25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - შიდა ქართლი |
უნიკალური ნომერი: 001816
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის "
მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები შიდა ქართლის რეგიონიდან.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში
ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას;
ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას;
საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) დამფუძნებლების კომპეტენციები;
ბ) ინოვაციური პროდუქტი/სერვისი;
გ) სამიზნე ბაზარი/კონკურენტული უპირატესობა;
დ) რეგიონის განვითარება და მასშტაბირების პოტენციალი;
აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა:
თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხართ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ დარეგისტრირებას აღნიშნულ რეგიონში.
ფიზიკური პირის საგრანტო განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე.
გრანტის მიმღები არ არის უფლებამოსილი საგრანტო ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ადგილსამყოფელი/იურიდიული მისამართი გადაიტანოს სხვა რეგიონში.
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით grants@gita.gov.ge
წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
რეგიონი: შიდა ქართლი;
პროექტის მიმართულება: სხვა; სტარტაპი;
დამატებულია: 22-08-2024
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 09-09-2024 ვადა იწურება
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 1 დღე;
26-03-2024 სათემო ორგანიზაციების წლიური საგრანტო კონკურსი |
11-05-2023 საგრანტო კონკურსი |
15-12-2022 Small Grants |
29-03-2024 წლიური საგრანტო პროგრამა |
---|
29-03-2024 წლიური საგრანტო პროგრამა |
---|
26-03-2024 სათემო ორგანიზაციების წლიური საგრანტო კონკურსი |
11-05-2023 საგრანტო კონკურსი |
15-12-2022 Small Grants |