მონაწილეების პროექტში მიღება
ნავიგატორი
68


მონაწილეების პროექტში მიღება

უნიკალური ნომერი: 001818

კონკურსის შესახებ:

"დეპი" (DEP) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობისთვის.

"დეპი" (DEP) აცხადებს მონაწილეების მიღებას პროექტისთვის: "ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფების მხარდაჭერა ახალგაზრდების გაძლიერების გზით", რომელიც ხორციელდება Rönne-Stiftung -თან პარტნიორობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არადომინანტური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდების ლიდერობის, ადვოკატირების, სათემო ინიციატივების მართვის უნარების განვითარება.

პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების წარმომადგენელ ეთნიკურად სომეხ და ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებსა და მასწავლებლებს, ასევე ეთნიკურად ქართველ იმ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან არაქართულენოვან სკოლებში საშუალება ექნებათ ჩაერთონ შემდეგ აქტივობებში:

** ლიდერობის, ადვოკატირების, პროექტის მართვისა და ტრენერების ტრენინგები; (სექტემბერი, იანვარი-თებერვალი);
** განათლების შესაძლებლობების ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისათვის (ოქტომბერი-დეკემბერი);
** მცირე საგრანტო პროექტების განხორციელება (თებერვალი-მაისი);
** სასწავლო ვიზიტი გერმანიაში (ივნისი);
** მრავალფეროვნების ბანაკი (ივლისი)

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://forms.gle/5zSJaMpdUhzy2z9w9 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განსაკუთრებული მოტივაცია მიექცევა აპლიკანტების მოტივაციას.

აპლიკაციები მიიღება 15 სექტემბრის ჩათვლით.

პროექტთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 27 აგვისტოს, 3 სექტემბერს და 10 სექტემბერს 18:00 საათზე. შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://us02web.zoom.us/j/82259978495

პროექტთან დაკავშირებით, კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ მეილებზე: tamaz@dep.ge; youth@dep.ge

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/photo?fbid=122111494238440932&set=a.122111495732440932


წყარო: https://jobs.ge/

დამატებულია: 04-09-2024

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15-09-2024 ვადა იწურება

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 7 დღე;






10-02-2023

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი

28-09-2023

ბაზარზე წვდომის წლიური საგრანტო კონკურსი

11-08-2023

მერები ეკონომიკური განვითარებისთვის 2 TA

26-03-2024

სათემო ორგანიზაციების წლიური საგრანტო კონკურსი

26-03-2024

სათემო ორგანიზაციების წლიური საგრანტო კონკურსი

10-02-2023

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი

28-09-2023

ბაზარზე წვდომის წლიური საგრანტო კონკურსი

11-08-2023

მერები ეკონომიკური განვითარებისთვის 2 TA


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ