კონფერენციის მოწყობა
ნავიგატორი
274


კონფერენციის მოწყობა

უნიკალური ნომერი: 001677

კონკურსის შესახებ:

კონკურსის მიზანია, ხელი შე­უწყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი და საერთაშორისო სა­მეც­ნიერო კონფერენციების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვ­ლას, გამოცდილების გაზიარებასა და სამეცნიერო კვლევების განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.

სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს:

ა) კონფერენციის მონაწილეთა მგზავრობის, სასტუმროს და კვების ხარჯი;

ბ) კონფერენციის ორგანიზატორთა ჰონორარი, რაც არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო თანხის 15% (4500 ლარი);

გ) კონფერენციის მასალების ბეჭდვის ხარჯი;

დ) კონფერენციის მოსაწყობად საჭირო ფართისა და აპარატურის დაქირავების ხარჯი;

ე) სხვა საქონელი და მომსახურება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://bit.ly/40e7ZNf

ა) განცხადება;

ბ) საგრანტო განაცხადის აპლიკაცია;

გ) კონფერენციის დღის წესრიგი;

დ) ძირითად მომხსენებელთა ავტობიოგრაფია (CV);

ე) ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) თანაორგანიზატორის არსებობის შემთხვევაში, ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული წერილი გაცემული თანაორგანიზატორის მიერ.

იხილეთ:

დებულება

კონფერენციის მოწყობის ფარგლებში წარმოდგენილ განაცხადთა შეფასების ფორმა

პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2024 წლის 5 თებერვლიდან (09:00 სთ.) - 20 მარტის (18:00 სთ.) ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ: 577 27 02 35 - ნინო ნაკაშიძე

ელ-ფოსტა: umaglesiganatleba2017@gmail.com

Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო


წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი

დამატებულია: 07-02-2024

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20-03-2024

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 19 დღე;






28-02-2024

Request for Proposals (RFP) for a Media Consumption Representative Survey Under the USAID Media Program

07-02-2024

Small Grants Scheme for heritage-related projects led by Civil Society in EU neighbouring countries

10-10-2023

Culture Moves Europe

20-01-2023

ღია კარის საგრანტო პროგრამა

20-01-2023

ღია კარის საგრანტო პროგრამა

28-02-2024

Request for Proposals (RFP) for a Media Consumption Representative Survey Under the USAID Media Program

07-02-2024

Small Grants Scheme for heritage-related projects led by Civil Society in EU neighbouring countries

10-10-2023

Culture Moves Europe


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ