ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001751 დასრულებული

საგრანტო კონკურსი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის

წყარო: პროგრესის სახლი

განაცხადის ბოლო ვადა
15.05.2024
საიტზე დამატებულია
23.04.2024

კონკურსის შესახებ:

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს "ჩოხატაური მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ" ფარგლებში ცხადდება მცირე გრანტების კონკურსი ენერგოეფექტურობის (EE) სფეროში ბიზნესის მხარდაჭერისთვის (მინიმუმ 7 გრანტი - თითოეული 3000-დან 5000 ევრომდე).

აღნიშნულ პროექტს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად ახორციელებს "სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოში" და ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი "პროგრესის სახლი".

მცირე გრანტების კონკურსს ადმინისტრირებას გაუწევს "ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლი" რომელიც 1995 წლიდან აქტიურად არის ჩართული გურიის რეგიონის განვითარებაში.

საგრანტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მაისი 18:00 საათი.

შევსებული ფორმები და საკონკურსო განაცხადი გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: yscozurgeti@gmail.com

გადმოწერეთ კონკურსის დებულება და საჭირო ფორმები: https://guria.ge/archives/1725

კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ნომრებზე: +995 555 54 15 64 ან +995 599 92 42 84


წყარო: https://jobs.ge/