ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის
projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
371


მედია ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის

უნიკალური ნომერი: 000189

პროექტის შესახებ:

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი მოქალაქეების გაძლიერების, სათემო მობილიზაციისა და ადვოკატირების გზით, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში თანამონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობას. ამ მიზნით, გრანტის მიმღები ორგანიზაცია სამიზნე მუნიციპალიტეტებში ჩაატარებს მოსახლეობის საჭიროებების კვლევას და მოამზადებს ადგილობრივი აქტუალური პრობლემების ამსახველ ანგარიშს. შემდეგ, გრანტის მიმღები ორგანიზაცია გადაამზადებს ადგილობრივი სსო-ების და ხელისუფლების წარმომადგენლებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება, სტრატეგიული კომუნიკაცია, თემის მობილიზაცია და ადვოკატირება, და მათ ჩატარებული კვლევის შედეგებს გააცნობს. გადამზადებული წარმომადგენლები გაერთიანდებიან ორ მრჩეველთა კომიტეტში, რომლებიც ადვოკატირებას გაუწევენ თემის საჭიროებებზე დაფუძნებული ინიციატივების განხორციელებას. ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო ჩართულობის ხელშესაწყობად გრანტის მიმღები ორგანიზაცია შექმნის ონლაინ პლატფორმას, რომელზეც გურჯაანისა და თელავის მაცხოვრებლები ადგილობრივ ინიციატივებს ატვირთავენ და/ან ხმას მისცემენ სასურველი ინიციატივების განხორციელებას. მრჩეველთა კომიტეტები ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგენენ იმ ინიციატივებს, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. გადამზადებული სსო-ების არაფორმალური კოალიცია აქტიურად ითანამშრომლებს თელავისა და გურჯაანის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის განყოფილებებთან, რათა უზრუნველყონ წარდგენილი ინიციატივების ასახვა მომდევნო წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში. ადვოკატირება განხორციელდება ეროვნულ და ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობით განხორციელებული საინფორმაციო კამპანიის ფონზე, რომლის მიზანსაც წარდგენილი ინიციატივებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მათზე რეაგირების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

თანხა: 45770 ლარი

პროექტის განხორციელების არეალი: გურჯაანი, თელავი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს : http://www.epfound.ge/ge/grants/

დამატებულია: 01-02-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 29-02-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 83 დღე;


20-11-2019

აგროსაწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

22-01-2019

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

23-01-2019

აგროდაზღვევა

25-01-2019

USAID საქართველოს თხილის გაუჯობესების პროექტი

25-01-2019

USAID საქართველოს თხილის გაუჯობესების პროექტი

20-11-2019

აგროსაწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

22-01-2019

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

23-01-2019

აგროდაზღვევა


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ