უნიკალური კოდი: #001831 ახალი

ახალგაზრდა კონტენტ-შემქმნელები: სოციალური მედიის კამპანია ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებაზე (EU/UNDP)

წყარო: UNDP საქართველო / ევროკავშირი

განაცხადის ბოლო ვადა
01.11.2026
დარჩა 14 დღე
საიტზე დამატებულია
18.10.2026
ნახვები
2

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში UNDP ეძებს ახალგაზრდა კონტენტ-შემქმნელებს მთელი საქართველოდან, რომლებიც სოციალურ ქსელებში (TikTok, YouTube, Instagram და სხვ.) შექმნიან და განახორციელებენ კამპანიას.

ვის შეუძლია: საქართველოში მცხოვრებ 18–29 წლის ახალგაზრდებს. პროფესიონალი ინფლუენსერობა ან დიდი აუდიტორია სავალდებულო არ არის.

თემები: ნარჩენების შემცირება და პრევენცია, ნახმარი ბატარეებისა და ელექტრონული ნარჩენების გადამუშავება, შეფუთვა და დახარისხება, ხელახალი გამოყენება და შეკეთება.

რას მიიღებენ შერჩეულები (12-მდე):

  • ონლაინ ტრენინგი, მენტორობა და კონსულტაციები
  • 3 000 ლარი კამპანიის განსახორციელებლად
  • კამპანია ტარდება 2027 წლის იანვარ–მარტში

ბოლო ვადა: 2026 წლის 1 ნოემბერი. განაცხადის ფორმა და წარდგენის წესი იხილეთ UNDP-ის ოფიციალურ გვერდზე.

ინფორმაციის წყარო: undp.org