„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა
წყარო: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 01.01.2020
- საიტზე დამატებულია
- 21.01.2019
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიიფო პროგრამა წარმოადგენს აგრარულ სფეროში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომლის ფარგებში მონაწილეს სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსგან გრანტის სახით გადაეცემა ღვინის წარმოებისთვის აღჭურვილობა, ხოლო მონაწილე უზრუნველყოფს საწარმოსთვის შენობა-ნაგებობის ასენება-რეკონსტრუქციას.
კაპიტალური ინვესტირება
კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივებს გრანტის სახით გადაეცემათ 100 ტონა ყურძნის გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა მოცემული დანართის შესაბამისად.
|
აღჭურვილობა 100ტ ყურძნის გადამუშავებისათვის |
რაოდენობა |
|
ყურძნის საჭყლეტი-კლერტსაცლელი დურდოს ტუმბოთი |
1 |
|
ღვინისა და დურდოს პერისტალტიკური ტუმბო |
1 |
|
ღვინის ტუმბო ნეოფრენის იმპელერით |
1 |
|
ღვინის ფირფიტებიანი ფილტრი ინტეგრირებული ტუმბოთი |
1 |
|
ღვინის შესანახი უჟ. ფოლადის 1500ლ მცურავი ქუდის სისტემით |
3 |
|
ღვინის შესანახი უჟ. ფოლადის 5000ლ |
3 |
|
ყურძნის ჰიდრავლიკური წნეხი |
1 |
|
სამაცივრო სისტემა ავტომატური ტემპერატური კონტროლით |
1 |
|
რეზინის მილი გოფრირებული წნევაგამძლე D80 |
30 მ. |
|
რეზინის მილი გოფრირებული წნევაგამძლე D40 |
100 მ. |
|
ფერმენტატორი/ვინიფიკატორიუჟ. ფოლადის 20 ტონიანი |
3 |
|
ფერმენტატორი/ვინიფიკატორი უჟ. ფოლადის5ტონიანი |
3 |
ტექნიკური დახმარება
მონაწილე პროგრამის ფარგლებში მიიღებს ტექნიკურ დახმარებას, რაც გულისხმობს მოკლევადიან სწავლებას ა და კონსულტაციებს შემდეგი მიმართულებით: ვენახის მოვლა, ღვინის პირველადი დამუშავება, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობები და სამართლებრივი რეგულაციები.
პროგრამაში მონაწილეობაზე ელექტრონული განაცხადის წარდგენა
პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად, სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით (http://www.acda.gov.ge).
-
რეგისტრაციის დროს კოოპერატივის მიერ შესაბამისი მონაცემების არასწორად წარდგენის შემთხვევაში, ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის არსებობასთან დაკავშირებით, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრება არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღე. შეტყობინების გაგზავნა ხდება პრეტენდენტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ძალაში შედის გაგზავნისთანავე.
-
ხარვეზის არასათანადოდ აღმოფხვრის შემთხვევაში, სააგენტო კოოპერატივს დამატებით უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის თაობაზე და განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
-
ხარვეზის აღმოსაფხვრელად დოკუმენტების სააგენტოსათვის წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალურად, ისე სააგენტოს ოფიციალური ელ. ფოსტის მეშვეობით (info@acda.gov.ge).
-
წარმოდგენილი განაცხადების განხილვის შემდეგ კოოპერატივს ეგზავნება დადასტურება პროგრამის მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე.
პროგრამაში რეგისტრაცია დამთავრებულია
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: acda.gov.ge