ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000933 დასრულებული

საგრანტო კონკურსი მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის

წყარო: CSRDG

განაცხადის ბოლო ვადა
30.06.2021
საიტზე დამატებულია
24.05.2021

კონკურსის შესახებ:

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) "პური მსოფლიოსთვის" მხარდაჭერით აცხადებს საგრანტო კონკურსს მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია 2009 წლიდან მუშაობს სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე, რაც მოიცავს ფინანსურ და ტექნიკური მხარდაჭერას, პოპულარიზაციასა და ადვოკატირება-ლობირებას.

პროექტის "სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის" ფარგებში გამოცხადებული სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით მხარი დაუჭიროს მოქმედ სოციალურ საწარმოების საქმიანობის გაფართოვებას და განვითარებას, რომლებსაც უკვე აქვთ ხელშესახები სოციალური გავლენა და ეკონომიკური შემოსავლები. კონკურსში ასევე დაიშვება კოვიდ (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ახალ რეალობასთან გამკლავების და კრიზისის დაძლევის მიზნით შემოსული განაცხადები.

სრული ინფორმაცია იხილეთ: https://www.dropbox.com/s/1s7elm8ey5d68w5/csrdg-grant-socent.zip?dl=1

სოციალური საწარმოს განვითარების განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com. გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: სოციალური საწარმოს განვითარების განაცხადი

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2021 წლის 30 ივნისი, 18:00 სთ.


წყარო: http://jobs.ge