კონკურსი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
წყარო: ლტოლვილთა დანიის საბჭო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 07.06.2021
- საიტზე დამატებულია
- 31.05.2021
კონკურსის შესახებ:
ლდს იწვევს დაინტერესებულ, რეგისტრირებულ კომპანიებს შესასყიდი კომპიუტერული ტექნიკის ფასთა კ(ვ)ოტირებაზე.
შესასყიდ ნივთებზე დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართში Annex A1 და Annex A2:
** შემოთავაზების ნომერი: PR_00152900
** გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 31 მაისი
** წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 11 ივნისი
** დახურვის დრო: 24:00
მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:
** ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
** დანართი A1- A2 მოთხოვნილი დანადგარების დეტალური სპეციფიკაცია, ფასი დღგ-ს ჩათვლით ევროში - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
** მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი.
** მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი.
** ხელშეკრულების ზოგადი პირობები - გაეცანით.
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo არა უგვიანეს 11.06.2021 24:00 და თემის ველში მიუთითოთ შემოთავაზების ნომერი PR_00152900 და კომპანიის დასახელება.
კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: temur.kiria@drc.ngo არა უგვიანეს 07.06.2021.
წყარო: http://jobs.ge