ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000957 დასრულებული

შესარჩევ კონკურსი - AWS, MongoDB

წყარო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

განაცხადის ბოლო ვადა
12.07.2021
საიტზე დამატებულია
28.06.2021

კონკურსის შესახებ:

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთა შესარჩევ კონკურსს შემდეგი მიმართულებებით:

1.1. ღრუბლობანი სისტემები (AWS)
1.2. არარელაციურ მონაცემთა ბაზების სისტემები (MongoDb)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები :

** უმაღლესი განათლება, სპეციალური მომზადება და პროფესიული გამოცდილება მაგ.ვაკანსიის შესაბამისი დარგის ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ზედა რგოლის მენეჯერულ-ხელმძღვანელ პოზიციებზე არანაკლებ 5 წლის მუშაობა ან ვაკანსიის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის მუშაობა და სპეციალური მომზადება-საერთაშორისო სერტიფიცირება ან სხვა, რაც ადასტურებს შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობასა და მის მიერ სტუდენტებისთვის აქტუალური უნარების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. )
** გასაუბრების შეფასება, შესაბამისი სასწავლო კუსის გაძღოლის გამოცდილება, პროფესიული გამოცდილება (ე.წ "სტაჟი"), საერთაშორისო გამოცდილება (მათ შორის, დარგობრივი საერთაშორისო აღიარებეული სერტიფიკატის არსებობა).

წარმოსადგენი დოკუმენტები:

** განცხადება რექტორის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით)
** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის /ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
** უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
** შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი;
** შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები.
** უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;

შესარჩევი ვადები:

** საბუთების მიღება - 02.07.2021;
** შერჩევის I ეტაპი(საბუთების შესწავლა და II ეტაპზე გადასულ პირთა ინფორმირება)-06.07.2021
** შერჩევის II ეტაპი (გასაუბრება, რეგლამენტი-10-15 წთ) - 08.07.2021-09.07.2021
** საბოლოო შედგების გამოცხადება: არაუგვიანეს 12.07.2021

საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ. ფორმით - ბტუ-ს ელ. ფოსტაზე: vacancy@btu.edu.ge გაგზავნით.

დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. ელ. ფოსტა: hr@btu.edu.ge


წყარო: http://jobs.ge