საგრანტო კონკურსი
ნავიგატორი
65


მიგრაციის საგრანტო კონკურსი

უნიკალური ნომერი: 000988

კონკურსის შესახებ:

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს პროექტს "მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება - პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში", რომელიც დაფინანსებულია IOM-ის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრად რეინტეგრაციას და ადგილობრივი თემების გაძლიერებას რიგი ეკონომიკური და სათემო ინიციატივების მხარდაჭერით. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის ბიზნეს-გრანტების გაცემას ისეთი ბიზნეს-იდეის თანადაფინანსებისთვის, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც დაბრუნებული მიგრანტის რეინტეგრაციის ხელშეწყობის, ისე ადგილობრივი თემის განვითარებისა და თემის მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით.

ამ ეტაპზე, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსი ცხადდება ბაღდათისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მასშტაბით.

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

** არის საქართველოს მოქალაქე;
** ცხოვრობს და ბიზნეს-იდეის განხორციელებას აპირებს ბაღდათის ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე თემში/სოფელში;
** საზღვარგარეთ იმყოფებოდა 3 თვეზე მეტი ხანგრძლივობით და საქართველოში (ნებაყოფლობით ან იძულებით) დაბრუნდა 2019 წლის 1 იანვრის შემდეგ.
** სურს დაბრუნების თემში/სოფელში დაიწყოს/განავითაროს ბიზნესი, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც მის რეინტეგრაციას, ისე მის თემში/სოფელში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ან/და თემის საჭიროებების დაკმაყოფილებას;
** ბიზნეს-იდეის განხორციელებას გეგმავს ან სხვა დაბრუნებულ მიგრანტთან ან დაბრუნების თემის/სოფლის სხვა მაცხოვრებელთან ერთად, რომელიც მზადაა მატერიალური, ფინანსური თუ სხვა სახის რესურსებით ბიზნესში თანამონაწილეობის მისაღებად (შენიშვნა: შესაძლებელია რამდენიმე ბიზნეს პარტნიორის მონაწილეობაც).
** ბიზნეს-იდეის განაცხადის ფორმა დართულია. ბიზნეს იდეის წარმოდგენის მსურველებმა უნდა შეავსოთ განაცხადის დართული ფორმა. სხვა სახით მიღებული განაცხადები არ განიხილება.

პირმა, რომელიც აკმაყოფილებს აღნიშნულ წინაპირობებს, ბიზნეს-იდეის განაცხადი უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 4 ოქტომბრის დღის ბოლომდე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]

ბიზნეს-განაცხადების განხილვისა და შეფასების პროცესი

** შემოსულ ბიზნეს-იდეებს განიხილავს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ შექმნილი სპეციალური საგრანტო კომისია და შეარჩევს იდეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საგრანტო კონკურსით დადგენილ პირობებს.
** შენიშვნა: IOM დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეული ბიზნეს-იდეის ავტორებს.
** შერჩეული კონკურსანტები გაივლიან ბიზნე-კონსულტაციებსა და ტრენინგს, რომელთა მიზანია ბიზნეს-იდეის დაზუსტებასა და ბიზნეს-გეგმის შედგენაში დახმარება.
** ბიზნეს-გეგმების შეფასების საფუძველზე შეირჩევა საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.
** საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან ბიზნეს-იდეის განხორციელების ადგილზე ჩატარდება წინასწარი მონიტორინგი, რომლის შედეგების გათვალისწინებით მოხდება საგრანტო კონკურსის გამარჯვებულის საბოლოო იდენტიფიცირება.
** საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პირებთან გაფორმდება ხელშეკრულება ბიზნეს-გეგმის რეალიზაციისათვის საგრანტო რესურსის გადაცემისა და გამოყენების პირობებზე.
** ბიზნეს-გეგმის განხორციელებისა და საგრანტო რესურსის მიზნობრივად გამოყენების პროცესზე IOM-ის მხრიდან განხორციელდება სისტემატური მონიტორინგი.

გრანტის ოდენობა და გამოყენების მიზნობრიობა

** ერთ ბიზნეს-გეგმაზე გრანტის ოდენობა შეადგენს 10 ათასიდან 20 ათასამდე ლარს. გრანტის კონკრეტული ოდენობა დამოკიდებულია ბიზნესის სახეობასა და მოსალოდნელ ეფექტზე (ადგილობრივი თემის საჭიროებების დაკმაყოფილებისა და/ან ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით).
** გრანტი შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ ბიზნესის დაწყება/განვითარებისათვის საჭირო ძირითადი და საბრუნავი საშუალებების შესაძენად. დაუშვებელია საგრანტო რესურსის გამოყენება მომუშავეთა ხელფასზე და სხვა მიმდინარე ხარჯების დასაფარად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პაატა შარაშენიძეს.
ელფოსტა: [email protected];
ტელეფონი: 577 28 05 79.


წყარო: http://jobs.ge

დამატებულია: 12-09-2021

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 04-10-2021

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 18 დღე;






31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში - გამოყენებითი კვლევები

20-05-2021

Quarry Life Award: მე-5 კონკურსი

09-03-2021

ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში

12-09-2021

საგრანტო კონკურსი კერძო სექტორის ტექნიკურ აღჭურვილობაზე

12-09-2021

საგრანტო კონკურსი კერძო სექტორის ტექნიკურ აღჭურვილობაზე

31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში - გამოყენებითი კვლევები

20-05-2021

Quarry Life Award: მე-5 კონკურსი

09-03-2021

ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში


სიახლეების გამოწერა





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ