სიახლეები
ნავიგატორი

შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ თემებზე შემოსავლების სამსახურის უფროსისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ. მხარეებმა ასევე პრობლემატური საკითხებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გადასახადის გადამხდელებთან, მათშორის, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობა და აქტიური თანამშრომლობაა.

დამატებულია: 04-04-2019
წყარო: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური




10-11 აპრილს, TMG 2019 — "სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში" გაიმართება. პაშა ბანკი უკვე მესამედ გაუწევს სპონსორობას აღნიშნულ ღონისძიებას, რაც ბანკის მხრიდან, გამოხატავს საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების და ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერას.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და

დამატებულია: 03-04-2019
წყარო: on.ge




„ვითიბი ბანკი“ ბარათიდან ბარათზე თანხის გადარიცხვის სერვისს ამარტივებს. გადარიცხვა უკვე შესაძლებელია მიმღების არასაბანკო რეკვიზიტების – ტელეფონის ნომრის, ან ელ. ფოსტის მისამართის მითითებით. მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-სა და Mastercard-ის ბარათების მფლობელი კლიენტებისთვის. 

დამატებულია: 03-04-2019
წყარო: kvira.ge




ლუვრის მუზეუმმა Airbnb-სთან ერთად ტურისტებს ახალი სერვისი შესთავაზა. ანონსის მიხედვით, ლუვრი ერთი ღამით „მაგიურ სახლად“ გადაიქცევა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორ ხელოვნების მოყვარულ ადამიანს, მიეცემა საშუალება მთელი ღამე ლუვრში, საოცარ ხელოვნების ნიმუშებთან გაატარონ და ლუვრის პირამიდაში მოწყობილ „მინი-პირამიდაში“ დაიძინონ.

დამატებულია: 03-04-2019
წყარო: bpn.ge




2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.7 პროცენტი შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5

დამატებულია: 03-04-2019
წყარო: bpn.ge




საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 120 000 კვ.მ სავაჭრო ცენტრი აშენდება. მშენებლობას IG Development Georgia ახორციელებს. საქართველოს ბანკის მხრიდან სავაჭრო ცენტრის მშებენლობის დაფინანსების მოცულობა 34 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სესხის ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკის RSF-ის (საშუალო მოცულობის სესხის თანაფინანსირების საკრედიტო ხაზი) პროგრამის ფარგლებში, ბანკთან თანამშრომლობით გაიცა. შესაბამის სასესხო ხელშეკრულებას საქართველოს

დამატებულია: 03-04-2019
წყარო: newposts.ge




პოლონეთის ქალაქ გდანსკიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი 2 აპრილს, 22: 50 საათზე შესრულდა.

პოლონეთის საპორტო ქალაქი გდანსკი რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული ავიარეისების შესრულება დაიწყო.

დამატებულია: 03-04-2019
წყარო: pia.ge




მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს. მათ ამის შესახებ ბანკის აქციონერებს ოფიციალურად აცნობეს.

ბანკის დამფუძნებელმა აქციონერებმა საბჭოს დატოვებაზე ოფიციალური განაცხადი 2 აპრილს წარადგინეს.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მიუხედავად, ხაზარაძე და ჯაფარიძე საკუთარ პოსტებს შეინარჩუნებენ „თიბისი ბანკის” მფლობელ კომპანია TBC Bank Group PLC -ში.

დამატებულია: 03-04-2019
წყარო: kvira.ge




ბავშვის სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები ტყვიის მაღალი შემცველობით მეორე ადგილზეა. ყოველდღიური მოხმარების საგნებში ტყვიის შემცველობაზე კვლევა აქტიურ მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის მიერ ჩატარდა.

ყოველდღიური მოხმარების 268 შესწავლილი ნივთიდან ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა საკანცელარიო ნივთებში (19 ერთეული), მათ შორის : საწერ კალამში, ფერად ფანქრებში, ბავშვის გასაფერადებელ რვეულში, ასაწყობ კუბებში ქართული ანბანით და ასევე ბავშვის სათამაშოებში.

დამატებულია: 03-04-2019
წყარო: intermedia.ge




„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფონდში ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის დელეგაცია მიიღო.

ბასკეთის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო გარემოს ეცნობიან.

 

ოფიციალურ დელეგაციას ბასკეთის მთავრობის საგარეო ურთიერთობათა გენერალური მდივანი ანჯელა ელორზა ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ბასკეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების კომპანიის, ასევე, კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ბასკეთის ბიზნეს ანა

დამატებულია: 03-04-2019
წყარო: pia.ge




დღეს შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი სს "გრინვეი საქართველოს" სერვის ცენტრს ეწვია, რომელიც სოფელ რუისში მდებარეობს.

გიორგი ხოჯევანიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გრინვეის ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი დაათვალიერა, გაეცნო სამუშაო პროცესს და საქართველოს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობა შეაფასა.

დამატებულია: 03-04-2019
წყარო: on.ge




ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე მცირე სადგური „ჯონოული 1“, რომელიც რამდენიმე თვე სატესტო რეჟიმში მუშაობდა, დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, ჰესის უცხოული ინვესტორი, ჩეხური კომპანია „GEEN F.I.“ -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალეს მოკრი და რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე დაესწრნენ.
 

დამატებულია: 03-04-2019
წყარო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო




საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პოლიტიკის შემუშავების მიზნით გამართულ საჯარო დისკუსიების ციკლში მონაწილეობს. ღონისძიებების სერია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც, საჯარო განხილვები 4 მუნიციპალიტეტში ტარდება, ესენია- შუახევი, მესტია, ცაგერი და ყაზბეგი.
 

დამატებულია: 03-04-2019
წყარო: gcci




შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2019 წლის 5 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (ინოვაციების ქუჩა #7 ოქროყანა, თბილისი), ატარებს 2016 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების დასრულებული პროექტების საპოსტერო კონფერენციას.
 

დამატებულია: 03-04-2019
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი




გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი სისავატ ვონგსინსავატი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების  შესაძლებლობები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის კულტურის ცნობადობის მნიშვნელობასა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებე

დამატებულია: 03-04-2019
წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო




2019 წლის 4-9 მაისს მესე ფრანკფურტი გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მართავს 6-დღიან საერთაშორისო გამოფენას ხორცპროდუქტების სფეროში - IFFA 2019. გამოფენაზე, რომელიც იმართება 3 წელიწადში ერთხელ, წარმოდგენილი იქნება წამყვანი საერთაშორისო კომპანიების ინოვაციური ტექნოლოგიები, ტენდენციები და მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები.

დამატებულია: 03-04-2019
წყარო: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება




ეროვნული ბანკის ორგანიზებით, "გლობალური ფულის კვირეული" საქართველოში უკვე მეექვსედ აღინიშნა.

წლევანდელი „გლობალური ფულის კვირეული“ ეროვნული ბანკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და კერძო და სამოქალაქო სექტორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა.

დამატებულია: 02-04-2019
წყარო: pia.ge




საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია. საბჭოს ტოვებენ გენერალური დირექტორის მოადგილეები: დავით წიკლაური და რამაზ კუკულაძე.ფინანსური მიმართულებით ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას დაიკავებს სულხან გვალია. სულხან გვალიას საბანკო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის საქართველოს ბანკში არაერთ მმართველ თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ბანკის საკრედიტო რისკების (2005-2012) და კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულე

დამატებულია: 02-04-2019
წყარო: bpn.ge




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვა ორ ავიაკომპანიას მიანიჭა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „SkyUp Airlines“-ს და "აზერბაიჯანის ავიახაზების" ("AZAL") სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „Buta Airways"-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები მიანიჭა.

დამატებულია: 02-04-2019
წყარო: pia.ge




ფასიანი ქაღალდების ბაზარზე პოტენციური ინვესტორების ინტერესების დაცვისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მხარეებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების რეგულირების წესს განუმარტავს.

,,შეგახსენებთ, რომ "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ფასიან ქაღალდად ითვლება ისეთი მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, როგორებიცაა წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდები (აქციები და ობლიგაციები), ასევე, ფინანს

დამატებულია: 02-04-2019
წყარო: pia.ge




ჭავჭავაძის გამზირის #5-ში სამუშაოების მწარმოებელ ძირითად კომპანია შპს „ლეჩკომბინატს“, აღნიშნულ ადგილზე სამუშაოების წარმოების უფლება დროებით შეუჩერდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურში განუცხადეს. როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე განმარტავს, შემოწმების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე ნორმის დარღვევა, მათ შორის შრომის ინსპექტირებისთან დაკავშირებულ საკითხებში.

დამატებულია: 02-04-2019
წყარო: bpn.ge




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით გაიმართა ენერგეტიკის სექტორში მოქმედი დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა უძღვებოდა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საფინანსო ინტიტუტების მხარდაჭერით მიმდინარე ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

დამატებულია: 02-04-2019
წყარო: pia.ge




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტისფარგლებში ხელი მოაწერა საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებას, რომელიც საქართველოს მთავრობასადა საუდის არაბეთის სამეფოსმთავრობას შორის გაფორმდა.

 

აკაკი საღირაშვილი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტის მინისტრის მიწვევით "Global Aviation Summit" -ში მონაწილეობს.

დამატებულია: 02-04-2019
წყარო: pia.ge




Johnson & Johnson's-ის საბავშვო შამპუნში საშიში ნივთიერებები აღმოაჩნეს.

როგორც „როიტერსი“ წერს, შამპუნის ნიმუშები ინდოეთის რაჯასტანის შტატში მაკონტროლებელი ორგანიზაციის მიერ შემოწმდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ ხუთ მარტს აიღეს შამპუნის ნიმუშები, რომელმაც ვერ გაიარა ხარისხის ტესტირება, ვინაიდან მასში საშიში ინგრედიენტები აღმოაჩინეს. კერძოდ, საუბარია ნივთიერება ფორმალდეჰიდზე, რომელიც ცნობლია როგორც კარცენოგენი და მას სამშენებლო მასალებში ხშირად იყენებენ.

დამატებულია: 02-04-2019
წყარო: bpn.ge







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ