"დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო"

► 20-22 სექტემბერს საქართველო დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას –,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ ურთდება.

► კამპანიის ფარგლებში დასუფთავების აქციები ქვეყნის მასშტაბით1000-მდე ლოკაციას მოიცავს.

► გაიმართება კონკურსი „სუფთა რეგიონი 2019“

✅ მსოფლიო დასუფთავების კამპანიის პარალელურად, საქართველოში პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ იწყება.

► პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები თბილისში, საქართველოს 10 რეგიონში, 63 მუნიციპალიტეტსა და 4 თვითმმართველ ქალაქში განხორციელდება.

► პროექტებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირთან „ორქისი“, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით განხორციელებს.