კონსულტაცია კონკურსისთვის:საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალიტეტში

► ბოლო წლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით მწვავედ დადგა მდგრადი ურბანული განვითარებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა. ქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის/ხარვეზულობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე.

► საჯარო სივრცის დაცვით დაინტერესებულ გრანტის მაძიებლებს ვიწვევთ კონსულტაციაზე, რომელიც ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით ღია საზოგადოების ფონდის მიერ გამოცხადებული კონრკუსის "საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში" შესახებ. კონკურსის მიზანია სხვადასსხვა ინიციატივების მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებით:

→ მდგრადი ურბანული განვითარება და გეგმარება;
→ გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა;
→ საჯარო სივრცეების განაშენიანებისგან დაცვა.

► ინფორმაცია კონკურსის შესახებ: https://osgf.ge/ghia-sazogadoebis-fondi-ackhadebs-konkurss-grantis-madziebeltatvis/