კომპანია „ფერი“ კახეთში და ონში 365 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს
ნავიგატორი
2570


კომპანია „ფერი“ კახეთში და ონში 365 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს

კომპანია „ფერი“ კახეთში და ონში 365 მილიონი აშშ ღირებულების ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს.  კერძოდ, კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობა ამ დროისთვის გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში ორი სადგურის სამშენებლო ნებართვა გაცემულია, გარკვეული სამუშაოები უკვე ჩატარდა კიდეც, თუმცა არასამთავრობოების და მოსახლეობის პროტესტის შემდეგ პროცესი დროებით შეჩერებულია.

 

როგორც იორდანიშვილი განმარტავს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აქტიურად ცდილობს მოსახლეობისთვის კასკადის მნიშვნელობის და მისი მშენებლობის აუცილებლობის ახსნას.

 

„იმედი მაქვს, პროცესი მალე დასრულდება და მოგვეცემა მშენებლობის გაგრძელების საშუალება,“-აღნიშნავს იორდანიშვილი.

 

მისივე თქმით, ეს იქნება მოდინებაზე ორიენტირებული ჰესი და არ მოხდება არცერთი კვადრატული ფართობის დატბორვა.

 

როგორც ცნობილია, პანკისის ხეობაში, მდინარე სამყურის წყალზე, ალაზნის მარცხენა შენაკადზე 30 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური აშენდება. ეს არის კასკადი, რომელიც შედგება 2 ჰიდროელექტროსადგურისგან. პროექტში 30-35 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. სამშენებლო სამუშაოებს 3 წელი დასჭირდება. ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება 130 მილიონი კილოვატსაათი იქნება.

 

რაც შეეხება ონის ჰესების კასკადს, მისი  მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფერი“ ამჟამად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნაში შენიშვნების გამოსწორებას ახორციელებს.

 

როგორც ლაშა იორდანიშვილი აცხადებს, კერძო პირებისგან მიწების გამოსყიდვის პროცესი დასრულებულია.

 

კასკადი რიონზე 2 ჰესის სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, მთლიანი დადგმული სიმძლავრე 200 მგვტ. იქნება. 2021 წლისთვის ექსპლოატაციაში 80 მეგავატი სიმძლავრის ჰესი შევა, 2026 წლისთვის კი მეორე - 120 მეგავატის სიმძლავრის. კასკადების პროექტი მოსახლეობის განსახლებას არ ითვალისწინებს.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 330 მილიონი დოლარია. კონტრაქტის პირობების მიხედვით, გამომუშავებული ელექტროენერგია პირველი 15 წლის განმავლობაში სრულად საქართველოში დარჩება.

15-02-2019

წყარო: commersant.ge

09-03-2019

აჭარაში 100-ზე მეტი მეწარმე ქალია რეგისტრირებული

04-04-2019

ახალი ინიციატივა – სახელმწიფო ბიუჯეტის 25% ყოველწლიურად განათლებას მოხმარდება

19-03-2019

ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა

24-11-2022

GITA-ს ინიციატივით Smart Toys MakeaThon გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართება

24-11-2022

GITA-ს ინიციატივით Smart Toys MakeaThon გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართება

09-03-2019

აჭარაში 100-ზე მეტი მეწარმე ქალია რეგისტრირებული

04-04-2019

ახალი ინიციატივა – სახელმწიფო ბიუჯეტის 25% ყოველწლიურად განათლებას მოხმარდება

19-03-2019

ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ