უნიკალური კოდი: #001843 ახალი

იაპონიის ფონდი — იაპონისტიკის პროექტების გრანტი 2027–2028

წყარო: იაპონიის ფონდი (Japan Foundation)

განაცხადის ბოლო ვადა
01.12.2026
დარჩა 39 დღე
საიტზე დამატებულია
23.10.2026
ნახვები
30

იაპონიის ფონდის (Japan Foundation) ეს პროგრამა ხელს უწყობს იაპონიის შესწავლას საზღვარგარეთ.

ვის შეუძლია: არაკომერციულ ორგანიზაციებს — უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს, რომლებიც იაპონისტიკით არიან დაკავებული.

რა პროექტები:

  • კვლევა და კონფერენციები იაპონიაზე, სწავლა ან სტაჟირება იაპონიაში, პუბლიკაციები
  • იაპონიიდან ან სხვა ქვეყნიდან მეცნიერების მოწვევა ლექციების წასაკითხად
  • იაპონისტიკის წიგნებისა და მასალების შეძენა

არ ფინანსდება საბუნებისმეტყველო, კომერციული, ხელოვნებისა და კულტურის პროექტები.

რას ფარავს (ნაწილობრივ): მგზავრობა და საცხოვრებელი, შეხვედრების ხარჯები, ჰონორარები (ლექტორები, თარჯიმნები, ასისტენტები), მასალები. 2026 წელს 47 განაცხადიდან 20 დაფინანსდა.

ვადა: 2026 წლის 1 დეკემბერი, 13:00 იაპონიის დროით (თბილისით 08:00), ონლაინ პორტალით. შედეგები — 2027 წლის აპრილში.

ინფორმაციის წყარო: jpf.go.jp