უნიკალური კოდი: #001846 ახალი

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა 2027 — Startupbootcamp და Plug and Play (GITA)

წყარო: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)

განაცხადის ბოლო ვადა
11.12.2026
დარჩა 47 დღე
საიტზე დამატებულია
25.10.2026
ნახვები
31

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) სრულად აფინანსებს ერთწლიან აქსელერაციის პროგრამას, რომელსაც საერთაშორისო აქსელერატორები ახორციელებენ. პროგრამა განკუთვნილია განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის.

პროგრამის ეტაპები:

  • I ფაზა (2 თვე): ინტენსიური სწავლება და მენტორინგი შერჩეული სტარტაპებისთვის
  • II ფაზა (4 თვე): მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის (MVP) შექმნა და დახვეწა — თითოეულ სტარტაპს 50 000 ლარის გრანტი
  • III ფაზა (6 თვე): გაყიდვები, გლობალურ და რეგიონულ ბაზრებზე გასვლა, შემოსავლის ზრდა — თითოეულ სტარტაპს 150 000 ლარის გრანტი

2027 წლის ნაკადზე განაცხადის მიღება:

  • Startupbootcamp — sbcgeorgia.com, ბოლო ვადა (FMF ეტაპი): 27 ნოემბერი 2026
  • Plug and Play — plugandplaytechcenter.com, ბოლო ვადა: 11 დეკემბერი 2026

Founder Institute-ის მიღება წელს დასრულებულია. მონაწილეობის პირობები იხილეთ პროგრამის სახელმძღვანელოში, ოფიციალურ გვერდზე.

ინფორმაციის წყარო: grants.gov.ge