უნიკალური კოდი: #001869 ახალი

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდია (EaP Civil Society Fellowship) 2027 — პირველი კონკურსი

წყარო: ევროკავშირი — აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფასილიტი

განაცხადის ბოლო ვადა
11.12.2026
დარჩა 37 დღე
საიტზე დამატებულია
04.11.2026
ნახვები
51

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდია ეხმარება აქტიურ მოქალაქეებს, განახორციელონ საკუთარი პროექტი თემის ჩართულობის ან სამოქალაქო ტექნოლოგიების მიმართულებით და გაიზარდონ, როგორც სამოქალაქო ლიდერები.

ვის შეუძლია განაცხადის შეტანა: 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირები (არა ორგანიზაციები) — საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ. საჭიროა ინგლისურის სამუშაო ცოდნა და მკაფიო პროექტის იდეა. ერთ კონკურსზე — ერთი განაცხადი.

მიმართულებები:

  • Civic Digital — ღია მონაცემები, ბიუჯეტის გამჭვირვალობა, ახალი ან არსებული სამოქალაქო ტექნოლოგიური გადაწყვეტები
  • Community Engagement — ადგილობრივი მტკიცებულებების შეგროვება, პოლიტიკის პროცესში მონაწილეობა, საჯარო მმართველობის მონიტორინგი, ორგანიზაციების თანამშრომლობა

პრიორიტეტებია: მდგრადი ეკონომიკა, ანგარიშვალდებულება და კანონის უზენაესობა, გარემო და კლიმატი, ინკლუზიური ციფრულიზაცია, მონაწილეობითი გადაწყვეტილებები და სოციალური სამართლიანობა. დამატებით ქულას იღებს პროექტი, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციების შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციას ეხება.

რას იღებს სტიპენდიანტი:

  • საშუალოდ €5 000 პროექტის ხარჯებისთვის
  • ქოუჩინგი პროექტის მართვაში, კომუნიკაციასა და ტექნიკურ საკითხებში
  • საერთაშორისო ღონისძიებებსა და კურსებში მონაწილეობა, კურსდამთავრებულთა ქსელი
  • ვებინარი: 10 ნოემბერი 2026
  • I ეტაპი — საკონცეფციო ნოტი: 11 დეკემბერი 2026 (განიხილება მიღებისთანავე, ამიტომ ადრე შეტანა სჯობს)
  • II ეტაპი — სრული განაცხადი მოწვეულთათვის: 2 თებერვალი 2027
  • სტიპენდიის დაწყება: 2027 წლის მარტი

განაცხადი ონლაინ: eapcivilsociety.eu/fellowship2027

ინფორმაციის წყარო: eapcivilsociety.eu