|
| 1581 |
|---|
აგვისტოში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა
| მსოფლიოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის ფასების ინდექსი შემცირდა. FAO-ს ფასების ინდექსი აგვისტოში მარცვლეულის და შაქრის ფასების ცვლილების ხარჯზე შემცირდა და 169.8 ერთეული ქულა შეადგენინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. ივლისის თვესთან შედარებით 6,4%-ითაა შემცირებული FAO-ს მარცვლეულის ფასებიც, რაც მეტწილად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმინდის მოსავლის ნავარაუდევზე უფრო დიდი მოსავლით იყო განპირობებული, შტატები, სიმინდის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. აგვისტოში შემცირების ტენდენციით გამოირჩეოდა ხორბლის ფასების ინდექსიც, რაც შეეხება ბრინჯს, აგვისტოში ბრინჯის ფასების ინდექსი არ შეცვლილა. ბრაზილიური რეალის დოლართან მიმართებით გამყარებამ, შაქარზე ფასების 4.0 პროცენტით შემცირება გამოიწვია, ფასების ვარდნას, ასევე, ხელი შეუწყო, ინდოეთსა და მექსიკაში შაქრის უხვმა საექსპორტო მარაგებმა. მარცვლეული კულტურებისგან განსხვავებით, 5.9%-ითაა გაიზარდა მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი, ზრდის მიზეზი, ერთის მხრივ, ინდონეზიაში, პალმის ზეთის მწარმოებელ ქვეყანაში, ცუდი კლიმატური პირობები, ხოლო მეორე მხრივ, ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოების დაგეგმილზე დაბალი შედეგებით იყო გამოწვეული. უწყვეტად, მერვე თვეა იზრდება FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი, აგვისტოს თვეში მატებამ 0.5% შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისთან შედარებით, ხორცის ფასების ინდექსი 12%-ითაა მომატებული. მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ხორცზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჩინეთში, ღორის აფრიკული ცხელების ეპიდემიის შედეგად შექმნილი ადგილობრივი პროდუქციის დეფიციტია. ივლისის თვესთან შედარებით, 0.5%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი რაც პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნით და მიწოდების სინკალებითაა განპირობებული. |

06-09-2019
წყარო: pia.ge
|
12-09-2022 სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 იწყება |
|---|
|
02-04-2019 საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანმება გაფორმდა |
|
15-02-2019 სახელმწიფო 50 000-200 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა |
|
13-06-2019 საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს |