ბიომრავალფეროვნების დღე „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში
ნავიგატორი
1033


ბიომრავალფეროვნების დღე „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში

2023 წლის 21 მაისს კახეთში, ახმეტის მუნიციპლიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, ახმეტის მუნიციაპლიტეტთან ერთად, აღნიშნავს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს. ღონისძიების მიზანია შინაურ ცხოველთა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაცია, ახმეტის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის  საზოგადოებისათვის გაცნობა და ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების წარმოჩენა-წახალისება.

ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა, გაეცნონ შინაურ ცხოველთა პოპულაციებსა და პერმაკულტურის მოდელს, „ფერმერულ ბაზარზე“ შეიძინონ ადგილობრივი პროდუქტი და შეფმზარეულების მიერ ადგილზევე დამზადებული კერძები, და, რაც მთავარია, დაისვენონ მხიარულ და სასიამოვნო გარემოში.

ბიომრავალფეროვნების დღე ზემო ხოდაშენში ფართო საზოგადოებას უმასპინძლებს. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან როგორც საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ისე სამეცნიერო ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ჰორეკას სექტორის, მედიის, ტუროპერატორებისა და ადგილობრივი ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროდუქტის მწარმოებლები, დისტრიბუტორები და სხვ.    

სტუმრების მიერ ადგილზე შეძენილი კერძების თანხა მოხმარდება საკონსერვაციო მეურნეობის გაძლიერებასა და ადგილობრივი ინიციატივების წახალისებას!

„ელკანას“ შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობა

აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია ასოციაცია „ელკანას“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ჯერ კიდევ 1996 წლიდან. 2011 წლიდან მოყოლებული სოფელ ზემო ხოდაშენში ფუნქციონირებს ასოციაცია „ელკანას“ შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობა, რომლის მიზანია ადგილობრივი ჯიშების კონსერვაცია, პოპულარიზაცია და  დაინტერესებულ ფერმერთა შორის გავრცელება. მეურნეობის ტერიტორიაზე მოწყობილია პერმაკულტურის ნაკვეთი. აქვე მდებარეობს ღია სამუშაო სივრცე, სადაც,  სხვადასხვა ტიპის დარგობრივი შეხვედრებისა და ტრენინგების გარდა, ფერმერთა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის „ფერმერის დღეები“ ტარდება.

მეურნეობა ტურისტულ ჯგუფებსაც მასპინძლობს, რომლებიც „ელკანას“ საქმიანობას ეცნობიან, მეურნეობას ათვალიერებენ და ადგილობრივ კერძებსა და ღვინოს აგემოვნებენ.

ღონისძიება გაიმართება 2023 წლის 21 მაისს; დასაწყისი 13:00.  

მისამართი: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ხოდაშენი, „ელკანას საკონსერვაციო მეურნეობა.

 


 

წყარო: ელკანა

10-05-2023

წყარო: ელკანა

09-02-2023

თბილისის მერიის სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

10-05-2019

თურნავა - შეიქმნება სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მეცნიერ-ეკონომისტსა და ექსპერტს შეუძლია, შემოგვიერთდეს

19-03-2019

თებერვლის თვეში საწვავის იმპორტი გაიზარდა

30-05-2019

ირაკლი ლექვინაძე: რეგიონებში საინვესტიციო გადაწყვეტილებებში ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურობა უნდა გაიზარდოს

30-05-2019

ირაკლი ლექვინაძე: რეგიონებში საინვესტიციო გადაწყვეტილებებში ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურობა უნდა გაიზარდოს

09-02-2023

თბილისის მერიის სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

10-05-2019

თურნავა - შეიქმნება სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მეცნიერ-ეკონომისტსა და ექსპერტს შეუძლია, შემოგვიერთდეს

19-03-2019

თებერვლის თვეში საწვავის იმპორტი გაიზარდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ