|
2340 |
---|
„კვადროციკლით“დაწყებული საქმე - როგორია ჰენრი ფორდის ბიზნეს ისტორია, რომელსაც მსოფლიოს „ბორბლებზე დასხმა“ სურდა
ექსპლუატაციაში მარტივი და საიმედო, ამასთან, საშუალო ფენებისთვის ხელმისაწვდომი ავტობილები, - სწორედ ეს გახდა საავტომობილო წარმოების ფუძემდებლის ჰენრი ფორდის მთავარი კონცეფცია, რაც მისი წარმატების მთავარი განმაპირობებელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომრეწველობის სფეროში მომუშავე ბევრი ბიზნესმენი ფორდის იდეებს უტოპიურს უწოდებდა, მან თავისი მაინც გაიტანა - ავტომობილის კონსტრუქცია მაქსიმალურად გაამარტივა და აწყობის კონვეერული სისტემა დანერგა. ფენრი ფორდი ფერმერების ოჯახში დაიბადა, თუმცა ახალგაზრდა გამომგონებელი მალევე მიხვდა, რომ აღნიშნული საქმიანობა არ იზიდავდა. 12 წლის ასაკში სახლი დატოვა და ქარხანაში მექანიკოსად დაიწყო მუშაობა. ფორდის ბიზნეს ისტორია – „კვადროციკლის“ აწყობით იწყება, რომელიც 500 ფუნტს იწონიდა და ველოსიპედის ბორბლებზე დადიოდა. 1893 წელს ფორდი ედისონის კომპანიის ინჟინერი ხდება, ხოლო 1899 წელს დეტროიტის ავტომობილების კომპანიაში იკავებს მთავარი ინჟინერის ადგილს. მალე ხელმძღვანელობამ მმართველის თანამდებობა იმ პირობით შესთავაზა, რომ თავს დაანებებდა თავისი ავტომობილის გამოგონებას, თუმცა ფორდმა შემოთავაზებაზე უარი განაცხადა და საკუთარი იდეისთვის ინვესტორების ძიებას შეუდგა. მცდელობის მიუხედავად, იმ ეტაპზე მისი იდეით არავინ დაინტერესდა. 1903 წელს ფორდმა როგორც იქნა იპოვა ბიზნესმენი, რომელთან ერთადაც ოფიციალურად გაიხსნა კომპანია Ford Motor Company. 2 წლის წარმატებული მუშაობის შემდეგ, ფორდმა კომპანია „მალკომსონის“ წილიც შეისწყიდა, რის შემდეგაც ის ხდება Ford Motor Company-ის პრეზიდენტი. 1908 წელს ფორდმა პირველი სერიული ავტომობილი Ford T გამოუშვა, რომელიც პრაქტიკულობითა და დაბალი ფასით გამოირჩეოდა. აღნიშნულმა მოდელმა ფორდს წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა და მისმა მასიურმა წარმოებამ, ფასის შემცირების საშუალებაც მისცა. თუ 1910 წელს ახალ Ford T-ში რიგითი ამერიკელი 850 დოლარს იხდიდა, 1913 წლისთვის ავტომობილის ღირებულება 550 დოლარი გახდა. იმ დროის მონაცემებით, მსოფლიოში არსებული ავტომობილების 10% სწორედ Ford T-ზე მოდიოდა. კომპანია ფორდი არსებობის პირველ წლებში, ისევე როგორც იმ დროის სხვა მწარმოებლები, ავტომობილს მხოლოდ შეკვეთით აწყობდნენ. თავდაპირველად მექანიკოსი და მისი ჯგუფი მოიძიებდნენ და შეუკვეთავდნენ საჭირო დეტალებს, შემდეგ იწყებოდა ავტომობილის აწყობა, რომელიც ეტაპებად იყო დაყოფილი. უფრო მოგვიანებით ერთი ავტომობილის აწყობაზე დაკავდა რამდენიმე ბრიგადა, რამაც დააჩქარა წარმოების პროცესი. შედეგად, 1920-იანი წლების დასაწყისისთვის ფორდი იმაზე მეტ ავტომობილს უშვებდა, ვიდრე ყველა მისი კონკურენტი ერთად აღებული. აშშ-ში ყოველდღიურად გაყიდული 10 ავტომობილიდან 7 Ford-ის ბრენდის იყო. Ford T-ს წარმოება 1927 წელს 15 მილიონზე მეტი ეგზემპლიარის გამოშვების შემდეგ შეწყდა. კონვეერზე მისი ადგილი ახალმა Ford A-მ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ჰენრი ფორდმა 57 წლის ასაკში საკუთარი ქონება 188,1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა. გამომგონებელი მიიჩნევდა, რომ ნებისმიერი კომერციული წამოწყების წარმატების მთავარი საიდუმლო სწორად გაკეთებულ რეკლამაში მდგომარეობს - „4 დოლარი, რომ მქონდეს, 3-ს რეკლამაზე დავხარჯავდი“ - აღნიშნავდა ფორდი. როგორც ცნობილია, მანქანის მუდმივ გაუმჯობესების და მოდიფიცირების პარალელურად, ფორდი საკუთარ კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებზეც ზრუნავდა. მისი პოზიცია იყო, რომ „მხოლოდ ორი სტიმული აიძულებს ხალხს მუშაობას - ხელფასის მიღების წყურვილი და მისი დაკარგვის შიში“, ამიტომ 1914 წელს ფორდმა მუშის ხელფასი დღეში 5 დოლარამდე გაზარდა და სამუშაო დრო 8 სთ-მდე შეამცირა. ჰენრი ფორდი კომპანიას 1930 წლამდე ხელმძღვანელობდა. შემდეგ, კომპანიონებთან და პროფკავშირებთან უთანხმოების გამო, იგი თანამდებობიდან გადადგა და მართვის სადავეები თავის შვილს ედსლერს გადასცა. მაგრამ, მისი პენსიაზე გასვლა ჯერ ნაადრევი აღმოჩნდა. 1943 წელს ედსლერი კიბოთი გარდაიცვალა და ჰენრი კვლავ დაუბრუნდა მართვას. ორი წლის შემდეგ იგი საბოლოოდ ჩამოშორდა საქმეს. მისი ადგილი კი შვილიშვილმა - ჰენრი ფორდ II-მ დაიკავა. სიცოცხლის ბოლოს ფორდმა ლოგიკურად აზროვნების უნარი დაკარგა. 1947 წელს იგი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამჟამად კომპანია Ford-ის ავტომობილები, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. ამასთან, ბრენდი ყოველწლიურ მსოფლიო რეიტინგებშიც არ თმობს ლიდერის პოზიციას. მაგალითად, 2018 წლის ყველაზე გაყიდვად ბრენდებში, გაყიდული 1,014,190 ავტომობილით, Ford-ი მესამე ადგილს იკავებს. |
18-02-2019
წყარო: bpn
21-02-2019 15 000-მდე ფერმერისთვის „თხილის დაცვის პროგრამა“ ამოქმედდება |
---|
17-02-2019 ფიზიკური პირების 46%-ის ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 400 ლარზე ნაკლები, ხოლო 1%-ის შემოსავალი კი - 8 333 ლარზე მეტია. |
29-05-2019 საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად ლევან ვეფხვაძე აირჩიეს |
11-04-2019 საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა |